ნონა ხიდეშელი: უბრალოდ მინდა ეს შემზარავი პანდემია დასრულდეს #ავიცრათერთმანეთისთვის

ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი სოციალურ ქსელში პანდემიის შესახებ წერს და ამბობს, რომ ამყველაფერმა ძალიან გაგვაუცხოვა და თითოეული ჩვენგანის ცხოვრება შეცვალა.

მისი თქმით, ურთიერთობები დაიკარგა დამეგობრებსა და ნაცნობებსაც კი ვეღარ ვეკონტაქტებით ნორმალურად.

ვერიკოზე ფილმს ვიყურებდი, ჰყვებოდა თავის ცხოვრებაზე, იყო კადრები ფილმებიდან, საუბრობდა სოფიკოც, იყო ენერგია, საოცრად სავსე ურთიერთობებზე, რაც ყველას დაგვავიწყდა და გაგვიუცხოვდა დღეს, უცებ გავაცნობიერე, რომ გარდა საინტერესო ეპოქისა, ურთიერთობებიც დავკარგეთ, მივდივარ ქუჩაში სადღაც, ვხედავ ნაცნობს და არვიცი როგორ მივესალმო, მინდა ჩავეხუტო, მოვეხვიოდა ვერ ვბედავ, ვერ ვბედავ სტუმრად მისვლას, უხერხულად ვარ, არ ვიცი ვინ როგორაა, როგორ განწყობაზე, ლიფტში ვინმე რომ ახველებს ვტრიალდები, ვერიდები ყველანაირ შეხვედრებს …. ისე მძაფრად შევიგრძენი ეს შემზარავი რეალობაარვიცი, ვერაფერს დავამტკიცებ, მაგრამ ჯერჯერობით ვაქცინაზე უკეთესი ადამიანმა ვერაფერი მოიფიქრა, უბრალოდ მინდა ეს შემზარავი პანდემია დასრულდეს. #ავიცრათერთმანეთისთვის“,- წერს სოციალურ ქსელში ნონა ხიდეშელი.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები