გადაცემა “ქალების” წამყვანებმა “ძუძუთი კვება” შეურაცხყვეს – გადაცემა სკანდალში გაეხვა (ვიდეო)

რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია  “ფორმულსა” ეთერში გასულ გადაცემას “ქალები” საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა:
წამყვანებმა “ძუძუთი კვება” შეურაცჰხყვეს.
ფეისბუქმომხმარებელი კატერინა ანდღულაძე  ავრცელებს ვიდეოს სადაც  წამყვანები ამბობენ, რომ “არ მოსწონთ საზოგადოებაში, რომ ამოიღებენ ძუძუს და ბავშვს კვებავენ”.
რასაც ბევრი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა მაშინ, როდესაც მსოფლიოს ცნობილის სახეები ჩართულია “ძუძუთი კვების” პროპაგანდაში, საქართველოში ამას უხერხულობას უწოდებენ და მეტიც არაესთეტიურად მიიჩნევენ.

“21-ე საუკუნეში ვართ. მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს ძუძუთი კვების პროპაგანდა! ვიქტორია სეკრეტის მოდელებიდან დაწყებული, პარლამენტარებით დამთავრებული ყველა ცდილობს რომ ხალხს მოუწოდონ ყველაზე ძვირფასით, დედის რძით გამოკვება თავიანთი შვილის. აჭრელებულია სოც ქსელები მსგავსი ვიდეოებითა თუ სურათებით ქვეტექსტით, რომ ლაქტაცია სასირცხვილო არაა და ეს არის სრულიად ბუნებრივი და ლამაზი პროცესი.
და რა ხდება ამ დროს საქართველოში?
ბევრი ახალბედა და მათ შორის გამოცდილი დედა ხდება უაზრო მითების მსხვერპლი და ვერ ახერხებენ ლაქტაციის სეულფასოვნად წარმართვას, ან უარეს შემთხვევაში საერთოდ ვერ ახერხებს ამას და ,,კეთილისმსურველების ”, რომლებსაც ” ბევრი გაეგებათ”, და ჩვენი ფულზე გაყიდყლი პედიატრების წყალობით, ხდებიან ხელოვნური რძის მსხვერპლი.
ამ რეალობიდან გამომდინარე, კიდე უფრო მეტად გულდასაწყვეტია რომ ასეთი აზროვნების ადამიანი, საჯაროდ გამოდის სიტყვით და თავისი გაუნათლებლობითა და უტაქტიბობით დიდ ზიანს აყენებს ისედაც დასტრესილ დედებს.
ჩემთვის ესაა სირცხვილი, მსგავსი აზროვნების ადამიანების არსებობა ჩვენს დროში.
ტეხავს!
Women / ქალები იმედია ბოდიშს მოიხდით”. – წერს  კატერინა ანდღულაძე.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები