პირები, რომლებსაც მუდმივი მწვანე სტატუსი ექნებათ

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ე.წ. მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს აცრის ორი დოზა ან გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, რომლის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასულია 14 დღე.

ღიბრაძის თქმით, “კოვიდ-19”-ის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და პირს ე.წ. მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად.

„კიდევ ერთხელ მინდა, დავაზუსტო, რა არის მწვანე სტატუსი და რომელ დაწესებულებებში დაგვჭირდება მწვანე სტატუსის გამოყენება. მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს ორი დოზა აცრის. გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. ამ შემთხვევაში, აღარ ვრცელდება პერიოდი. ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად. ასევე, ადამიანს თუ აქვს გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის „პისიარ“ ტესტი, ასევე თუ ადამიანს აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები