მანანა თოქმაჯიშვილი: როგორც მოზარდის დედა, მივესალმები და მხარს ვუჭერ ონლაინ კაზინოების შეზღუდვას და აკრძალვას

როგორც მოზარდის დედა, მივესალმები და მხარს ვუჭერ ონლაინ კაზინოების შეზღუდვას და აკრძალვას, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში პრემიერის ინიციატივას.

“ნუ დაგვღალეთ, თქვენი მოსაწონი ინიციატივა არ არსებობს. როგორც მოზარდის დედა, დიახაც მივესალმები და მხარს ვუჭერ ონლაინ კაზინოების შეზღუდვას და აკრძალვას. ასევე აუცილებელია, ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად გამკაცრდეს”, – წერს მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე, ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა იგეგმება, მეორე ეტაპზე კი – მათი საერთოდ აკრძალვა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვის გამკაცრებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აღსრულების საკითხს თავად გააკონტროლებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები