ბოლო 500 წელიწადში პირველად, მთვარის ყველაზე ხანგრძლივი დაბნელებაა მოსალოდნელი – რა უნდა იცოდეთ ამ მოვლენის შესახებ
მთვარე სულ მალე მოექცევა დედამიწის ჩრდილში და ეს იქნება ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელება, რაც კი მე-15 საუკუნის შემდეგ ყოფილა. მთვარის 97%-ს შეეხება დაბნელება და მისი ნახვა ევროპისა და აზიის დიდ ნაწილში, ავსტრალიაში, ჩრდ. ამერიკაში და აფრიკაში იქნება შესაძლებელი. სამწუხაროდ, საქართველოდან ეს მოვლენა არ გამოჩნდება და მხოლოდ ონლაინ შეგვეძლება პროცესისთვის თვალის მიდევნება.
- მთვარის თითქმის სრული დაბნელება 6 საათი გაგრძელდება: დაიწყება დილის (აღმ. ამერიკის დროით) 1:03 საათზე და 4:03 საათზე პიკს მიაღწევს.
- დედამიწის ატმოსფერო, რომელიც მზის სხივებს გაფანტავს, მზის ჩასვლის ეფექტს შექმნის მთვარეზე და შედეგად, ის მოწითალო-მოყავისფრო შეფერილობის გამოჩნდება.
ეს მოვლენა სავსემთვარეობას ემთხვევა, რომელსაც ადგილობრივი ამერიკელი ტომები “თახვის მთვარეს” უწოდებენ. ნოემბრის სავსე მთვარე 3 დღის განმავლობაში იქნება ხილვადი.
- ნასას განცხადებით, ვისაც ვარსკვლავებზე დაკვირვება უყვარს, წლის ბოლომდე კიდევ ექნება შანსი სხვადასხვა ციურ მოვლენებს ადევნოს თვალი: 13,14 და 22 დეკემბერს მეტეორის წვიმებია მოსალოდნელი, 4 დეკემბერს კი მზის სრული დაბნელება.