“ექიმები ზუსტ დიაგნოზს ვერ სვამენ, გადაადგილებაც უჭირს” – ნინი წერელოვას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

ნინი წერელოვას საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. მისი მეგობრები მოქალაქეებს გაერთიანებისკენ და ახალგაზრდა ოჯახის დახმარებისკენ მოუწოდებენ.

ექიმები ნინი წერელოვას ზუსტ დიაგნოზს ვერ უსვამენ, რის გამოც მისი მკურნალობა უფრო და უფრო რთულდება.
როგორც ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში წერს, ნინის უკვე გადაადგილებაც უჭირს.
ოჯახს, უშედეგო კვლევებისა და სხვადასხვა მედიკამენტებით მკურნალობის შედეგად, ფულადი სახსრები სრულად ამოეწურა და მათ საზოგადოების დახმარება ესაჭიროებათ.

“მეგობრებო მოგმართავთ თხოვნით, თქვენი დახმარება მჭირდება.
ჩემს მეგობრებს რთული პერიოდი დაუდგათ და ყველას გთხოვთ გავერთიანდეთ მათ გარშემო. შეიძლება ბევრი იცნობთ კიდეც გიორგის (ჯაგას ) და მის მეუღლეს ნინის.

სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება, საქართველოში სწორი დიაგნოზი ვერ დასვეს.(ჩატარებულია წელის , კუჭის და ღვიძლის კვლევები თუმცა დიაგნოზს ვერ სვავენ. ) საბოლოოდ დიაგნოზის დაუსმელობის გამო მკურნალობის სახით მხოლოდ “დექსამეტაზონის” და “მედროლგინის” იმედადაა ძლიერი ტკივილების დროს. ორი დღეა უკვე გადაადგილება უჭირს.

ნინის სასწრაფოდ ესაჭიროება სტამბულში წასვლა და ონკოლოგიური კვლევები , რაშიც სოლიდური თანხები ჭირდებათ . ვისაც რამდენის საშუალება გვაქვს , დავეხმაროთ.აქვე დავდებ გიორგის ანგარიშის ნომერს :საქართველოს ბანკი გიორგი აბულაშვილი

GE77BG0000000498934929
ნუ დაგზარდებათ ჩემი სტატუსის გაზიარებაც .

მადლობა ყურადღებისთვის და ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის”, – წერს ოჯახის ახლობელი, ალექსანდრა ზენაიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები