2022 – გაიცანით მომავალი წლის მასპინძელი ცხოველი, რა გელოდებათ წინ ზოდიაქოს ნიშნებს

2022 წყლის ვეფხვის წელიწადია. მოსალოდნელია მშვიდი წელი. მოვლენებიდან ხელსაყრელი, სასურველი შედეგის მიღება დამოკიდებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ თქვენზე. მთავარია, ცხოვრებისეულ მოულოდნელობებზე რეაქციისას თვითკონტროლი არ დაკარგოთ და სულით არ დაეცეთ. უმჯობესია, თუ ძალიან რადიკალური სიტყვებისა და დეპრესიული აზრებისაგან საერთოდ შეიკავებთ თავს, რათა წლის ბატონი, მასპინძელი – წყლის ვეფხვი არ გაანაწყენოთ.

2022 წლის მთავარი თანამგზავრია საღი აზრი და სიმშვიდე.

ვნახოთ, რას ჰპირდება წყლის ვეფხვი ზოდიაქოს 12 ნიშანს:

1.ვერძი – ზოდიაქოს პირველი ნიშნისათვის 2022 წელი ხელსაყრელი იქნება, რადგან ვეფხვი ერთ-ერთი ცეცხლოვანი წარმომადგენელია;

2.კურო – 2022 წლის პირველი თვეები კუროსათვის იქნება განწმენდის, უარყოფითი ენერგიისაგან განთავისუფლების პერიოდი. ვეფხვი შეძლებს, გადაფაროს, დაძლიოს თქვენი ნაკლოვანებები: შური და აგრესიულობისაკენ სწრაფვა. ესაა გზა, გაიზარდოს თქვენი პროდუქტიულობა და ტვინის აქტივობა;

3. ტყუპები – 2022 წელს ზოდიაქოს მესამე ნიშანმა უნდა დაძლიოს თავისი მთავარი მტერი – სიზარმაცე. მოერიდეთ საქმეების გადადებას შორეული პერსპექტივისათვის;

4. კიბო (კირჩხიბი) – წყლის პირმშოებს მოგვიწევს, ვიპოვოთ გზა თვითშეფასების ასამაღლებლად. მთავარი დამხმარე ამ საქმეში იქნება საკუთარ თავზე კონტროლის დაწესება, ემოციებისა და მოქმედებების დაბალანსება. ნუ წამოეგებით გარშემომყოფებთა წაქეზებასა და პროვოკაციაზე! კირჩხიბები მზად უნდა იყვნენ, რადგან მალე მათი ცხოვრების მიმართულება, გეზი შეიცვლება. წყლის ვეფხვს არ უყვარს ცხოვრებაში მკვეთრი ცვლილებები. ამიტომ, ძვირფასო კირჩხიბებო, წინასწარ უნდა იზრუნოთ სხვადასხვა პრობლემიდან გამოსავალზე, უნდა გქონდეთ გეგმა “ბ” ნებისმიერ სიტუაციაში. შორეული მოგზაურობა და პროფესიის შეცვლა, წინასწარი მომზადების, სამზადისის გარეშე, მხოლოდ გაანაწყენებს 2022 წლის მასპინძელს, წყლის ვეფხვს. თუ თქვენ დინებას მიჰყვებით და არ გადაუხვევთ მას, მაშინ 2022 ხელსაყრელი იქნება;

5. ლომი – წყლის გარეული კატის წელი ლომებს სუფთა ჰაერს, გარემოს ჰპირდება. ცხოვრების ტემპი ცოტა შენელდება, მაგრამ საჩუქრები პირად ურთიერთობაში და სამსახურში არ მოგაკლდებათ;

6. ქალწული – უნდა დაივიწყოთ სიზარმაცე (ისევე, როგორც ტყუპებმა). დარჩით გულწრფელი როგორც საკუთარ თავთან, ისე გარშემომყოფებთან;ასტროლოგები გპირდებიან თეთრ ჰორიზონტს მთელი წლის განმავლობაში;

7.სასწორი – 2022 წელი გპირდებათ, რომ სასწორის ცხოვრებას უკეთესობისაკენ შეცვლის. დიდია ალბათობა იმისა, რომ თქვენთვის კარიერულ და სასიყვარულო ფრონტზე ახალი კარი გაიხსნას;

8. მორიელი – 2022 წლის დასაწყისში წყლის სტიქიის წარმომადგენლებმა ოჯახში უნდა შექმნან დადებითი ენერგიის უხვი ნაკადი. ეს სიყვარულის წელიწადია მორიელისათვის, იმის მიუხედავად, უკვე ჰყავს თუ არა რჩეული;

9. მშვილდოსანი – წყლის ვეფხვი მშვილდოსანს რომანტიკული თავგადასავლების ზღვაში ამოგზაურებს;

10.თხის რქა 2022 წლის დასაწყისი თქვენთვის ხელსაყრელი პერიოდი იქნება. ვეფხვი გაგიხსნით მომავლის ფარდას და უპასუხებს იმ კითხვებს, რაც დიდი ხანია, გაწუხებთ;

11. მერწყული – წყლის ვეფხვი თქვენთვის იქცევა ჯადოსნურ ლამპრად, რომელიც, შიგნით მჯდომი ჯინის წყალობით, სურვილებს შეგისრულებთ;

12.თევზები – 2022 წელი თქვენთვის იქნება ცვლილებების, გადაადგილებისა და სიახლეების. ახალი სახლი, ან სამსახური გელოდებათ წინ;

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები