დღეს გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა

რა არის სიცოცხლე? – სიცოცხლე სევდაარის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. – სიკვდილი? – სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.“

დღეს გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეა. 1954 წლის 2 ოქტომბერს, ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი, გოდერძი ჩოხელი დაიბადა. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ფასანაურის საშუალო სკოლაში. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, 1974 წლიდან კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე, რომელიც 1979 წელს დაამთავრა. იმავე წელს მიიღეს კინოსტუდია ”ქართულ ფილმში” დამდგმელ რეჟისორად. 1981 წლიდან მწერალთა კავშირის წევრი გახდა, ხოლო 1980 წლიდან კინომატოგრაფისტთა კავშირის წევრი. 1997 წლიდან კი მისი მისი მოთხრობები ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა.

ქალის სიყვარული დასაწყისია იმ დიდისიყვარულისა, რასაც მარადიული სიცოცხლეჰქვია.“- გოდერძი ჩოხელი.

1980 წელს გამოიცა პირველი წიგნი ”წერილი ნაძვებს”. წიგნს წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემია მიენიჭა. 1981 წლიდან წიგნი რუსულ ენაზე ითარგმნა. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: ”ბინდისფერი სოფელი”, ”თევზის წერილები”, ”შემინახე,დედაო მიწავ!”, ”სულეთის კიდობანი”, ”არჩევნები სასაფლაოზე”. ლექსების კრებული ”ბედი მდევარი”, მოთხრობების კრებული იტალიურ ენაზე ”შავი არაგვი”, რომელიც ითარგმნა სხვა ენებზეც. რომანები: ”მგელი”, და ”მღდვლის ცოდვა”.

რაა სიკვდილი? – ზოგისთვის წამი, ზოგისთვის მთელი ცხოვრება. ზოგიდაბადებიდან გრძნობს თანდაყოლილსიკვდილს და მანამდე აწვალებს ამის შიში, სანამ სულხორცი არ გაეყრებაერთიმეორეს“.

გოდერძი ჩოხელს გადაღებული აქვს ფილმები: „ნამეხარი მუხა“, „ადგილის დედა”, 1982 წელს გერმანიაში ქ. ობერჰაუზენში, მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე გრანპრი მიიღო. მისი ბოლო ნამუშევარია 2003 წელს გადაღებული ფილმი „სიყვარულის ცეცხლი”.

თქვენ გინდათ თავისუფლება და ჩიტადყოფნას იმიტომ ნატრობთ? მერედა თუგიყვართ, რატომ იმონებთ ერთიმეორეს. თავისუფლება კი არა, უფრო მეტადერთიმეორეს დამონება და დამცირებაგიყვართ.“

გოდერძი ჩოხელი 2007 წელს გარდაიცვალა, მწერალი მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოშია დაკრძალული.

კომენტარები

სხვა სიახლეები