“მჯერა, რომ თქვენი თანადგომით დათას გადავარჩენთ” – 11 თვის დათა წიქორიძეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
11 თვის დათა წიქორიძესა და მის ოჯახს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. 3-თვიანი კვლევების შედეგად დათას მუკოვისციდოზი და ალფა ანტიტრიფსინის დედიციტი დაუდგინდა.
პატარას დედა, მაში წიქორიძე საზოგადოებას დახმარებას სთხოვს. პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მისი თქმით, ერთ-ერთი დაავადების მკურნალობა საქართველოში საერთოდ არ ხდება და ოჯახმა ყველა რესურსი ამოწურა.
“მეგობრებო, ჩემს 11 თვის შვილს დათას ესაჭიროება დახმარება, 3-თვიანი კვლევის შემდეგ საბოლოოდ მივიღეთ ძალიან ცუდი შედეგები 2 გენეტიკურ დაავადებაზე, მუკოვისციდოზზე და ალფა ანტიტრიფსინის დეფიციტზე, ამ უკანასკნელის მკურნალობა საქართველოში არ არსებობს, მხოლოდ ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში და ამერიკაში არის ექსპერიმენტალური მკურნალობა. დიაგნოზის დასადასტურებლად გვჭირდება ანალიზის გადაგზავნა ამერიკის ლაბორატორიაში, ამ ეტაპზე გადავაგზავნეთ მერიაში ფორმა 100-ი და კალკულაცია ამას ჭირდება დრო, რაც ჩვენს წინააღმდეგ არის, ოჯახმა ამოვწურეთ ყველანაირი ფინანსური საშუალება, რადგან ბავშვის მდგომარეობა სულ უკან მიდის, პოსტს თან დავურთავ ფორმა 100-ს და ინვოისს, მადლობა გულისხმიერებისა და თანადგომისათვის 💜 მაპატიეთ ასეთი მძიმე პოსტისთვის, მაგრამ მჯერა, რომ თქვენი თანადგომით დათას გადავარჩენთ”, – წერს დათას დედა სოციალურ ქსელში.
დახმარების მსურველებმა თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე:
საქართველოს ბანკი:
GE40BG0000000100911615