საქართველოში 55 წლის ქალბატონი პირველი შვილის დედა გახდა. ინფორმაციას ხონელიძის კლინიკა ავრცელებს, სადაც ირმა ოსაძემ იმშობიარა
“შეუძლებელი არაფერია ! სასწაულები გრძელდება . . .
14.07.2021 , 15 : 37 წუთზე ქუთაისში, ,,ხონელიძის კლინიკაში” 55 წლის ასაკში ქალბატონმა ირმა ოსაძემ პირველად განიცადა დედობის ბედნიერება,
მან ქვეყნად მოავლინა ულამაზესი გოგონა ანასტასია მეგრელი.
დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ. ქალბატონი ირმას ორსულობის 9 თვიანი პერიოდის განმავლობაში პატრონაჟს უწევდა
,,ხონელიძის კლინიკის” მეან- გინეკოლოგი დავით ხინგავა.
ახალბედა , ბედნიერ დედას დიდი სურვილი აქვს რომ უახლოეს მომავალში ანასტასიას დედმამიშვილი აჩუქოს.
,,ხონელიძის კლინიკა” სრული შემადგენლობით ულოცავს ამ დიდ ბედნიერებას მეგრელი-ოსაძეების ოჯახს . გვიხარია რომ თქვენის დახმარებით კიდევ ერთხელ დავამსხვრიეთ ასაკობრივი ბარიერები .თქვეთან ერთად შეგვიძ₾ია თამამად ვთქვათ რომ არასდროსაა გვიან გახდე მშობელი . უბრალოდ ყოვეთვის უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის რაც გვინდა, ვნატრობთ და გვჭირდება …” .