“მე, გურამ შეროზია, ვთვლი, რომ ჩემი ჯიბიდან, ანუ ჩემ მიერ გადახდილი გადასახადებიდან არ უნდა ფინანსდებოდეს საპატრიარქო”

ბლოგერი, გურამ შეროზია საპატრიარქოს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
“მეგობრებო, მართლა ვერ ვხვდები რა გვაქვს საჩხუბარი ერთმანეთთან.
მე, გურამ შეროზია, ვთვლი, რომ ჩემი ჯიბიდან, ანუ ჩემ მიერ გადახდილი გადასახადებიდან არ უნდა ფინანსდებოდეს საპატრიარქო, რომლის კისერზეც ბევრი ცოდვაა. ასევე თვლის ბევრი სხვა ადამიანი.
არის ხალხის ნაწილი, რომლისთვისაც რიგითი, ძალადობისკენ მომწოდებელი, პირობითად მამა ჯემალაც ღმერთზე უფრო წმინდაა, ჰოდა დაე დააფინანსეთ თავად. იყიდეთ სანთლები, ჩაუკუჭეთ თანხები ნათლობებზე, ქორწილებში, შესწირეთ ყოველდღიურად.
მე ჩემს თანხებს სხვა რამეებს მოვახმარ, რაკი მწამს ღმერთის, მწამს რელიგიის, მაგრამ ამ წუთას აღარ ვარ კეთილგანწყობილი ქართული ეკლესიის მიმართ. თქვენ ხართ? არავინ გიშლით, შეინახეთ ისინი, საკმაოდ ბევრნი ხართ თქვენც და ამას შეძლებთ.
პატივს ვცემ თქვენს გადაწყვეტილებას, თქვენც ეცით პატივი ჩვენსას. მადლობა და ნახვამდის.”-წერს შეროზია.

კომენტარები

სხვა სიახლეები