ჩემგან წასული კიბეებზე ისე სცემეს, რომ არ ვიცოდი ოდესმე თვალებში როგორ ჩავხედავდი – გიგა მაქარაშვილი ლექსო ლაშქარავაზე
სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი ლექსო ლაშქარავასთან საუბარს იხსენებს. როგორც მაქარაშვილი ამბობს, ლექსო მოძრაობაში გაწევრიანებას აპირებდა იმისთვის, რათა სხვა მოქალაქეს მისნაირად არ მოქცეოდნენ.
„ლექსომ ჩემთან ინტერვიუს შემდეგ ერთ წუთში მიიღო დაზიანებები. ბევრჯერ ავკრიფე მისი ნომერი რომ მომეკითხა იმიტომ, რომ ჩემგან წასული, ჩემსავე კიბეებზე ისე სცემეს, რომ არ ვიცოდი ოდესმე თვალებში როგორ ჩავხედავდი.
თვითონვე დამირეკა და მითხრა – გამომწერენ თუ არა, ყველა დასვენების დღეს ვიქნები თქვენს მოძრაობაში, ვიქნები რიგითი აქტივისტი იმისთვის, რომ არც ერთმა ოპერატორმა და ჟურნალისტმა, არც ერთმა მოქალაქემ ის არ განიცადოს, რაც მე განვიცადეო. ჩვენ ორშაბათს ველოდებოდით ჩვენი გუნდის ახალი წევრის წარდგენას. მაგრამ ვინ გაცდის“,- იხსენებს გიგა მაქარაშვილი