“ოპოზიცია უპირისპირდება საზოგადოების უმრავლესობას”-მაია ნიკოლეიშვილი

ექსპერტ-კრიმინალისტი, მაია ნიკოლეიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“ისევ კარგად ნაცნობი პოლიტიკური პასიანსი იშლება ქართულ პოლიტ.ტატამზე: ოპოზიცია, ორის გამოკლებით (ირმა ინაშვილი, გიორგი გახარიას) ისევ, ჩვეულებისამებრ, ესკალაციაზე მუშაობს.
ხელისუფლება ჩვეულებისამებრ, ერთი ნაბიჯით ჩამორჩება ოპოზიციის ვირეშმაკობებს (ქალაქურად-“ძველგოთვერნობებს”) და ჩვეულებისამებრ, ეგება ოპოზიციის ხაფანგში.
გაგრძელება, ბოლო 9 წელია, ერთი და იგივეა: ოპოზიცია ტეხს წიოკს, არიქა, დაიღუპა და დაიქცა ქვეყანაო. ასეთ “ბიფურკაციის წერტილებში”, როგორც წესი, ერთი კვირის მანძილზე დასავლური მხარდაჭერა მათია, შემდეგ ხელისუფლება, ხაფანგში გაბმული მგელივით, იკვნეტს ხაფანგში მოყოლილ თათს და იღებს თავისუფლებას და დროებით უპირატესობას ახალ ხაფანგამდე. ხაფანგიდან გამოსულ ხელისუფლებას უცხოელები “უდგებიან მხარში, ანუ მედიატორად”, და როგორც წესი, გარე პოლიტიკური ზე-ძალები, მოცემულ ისტორიულ რეალობაში-აშშ და ევროსტრუქტურები, ჩვენი პოლიტიკოსების ნაცვლად და მათი მხურვალე მხარდაჭერით, იღებენ ახალ “შემრიგებელ” დოკუმენტს, რომელიც, როგორც წესი, ოპოზიციის რეანიმირებას ემსახურება, ოღონდ, ასევე, დროებითს!
დღევანდელი პასიანსიც იგივე “ოპერიდანაა”, მცირედი განსხვავებებით და უფრო მასშტაბური შეცდომებით:
1. ელჩების მედიატორობამ დაასწრო ოპოზიციის მორიგ “ერთ ხორც, ერთ მუშტ, ერთ იდაყვ” ტრანსფორმაციას (უჭურჭლო ვერცხლისწყლის ანალოგია-დანამცეცება, შემდეგ შეგროვება და ისევ დანამცეცების უწყვეტობა);

2. ოპოზიციას მორიგი “გაერთმუშტება” და ზოგადოპოზიციური აღშფოთება-გაალმასების თემა, ამჯერად სუსტია და ხელოვნური. “ლგბტ-ქუ-არ-ეს-თი და სხვ.” თემა არ შეიძლება საზოგადოების უმრავლესობის “გაბრაზების”, სახელმწიფო სტრუქტურების და წყობის შეცვლის, ან, ვადამდელი არჩევნების ჩატარების საბაბი გახდეს, ანუ “ბასტილია” არაა სწორად შერჩეული!

მე-20, 21-ე საუკუნის ხელოვნურ რევოლუციებს სხვადასხვა ფერი აქვს; ვარდების, ტიტების, ნარინჯისფერი, მაგრამ, პარდონ, სასქესო ორგანოებით თავისუფალი ოპერირების ფერის რევოლუცია დედამიწის ისტორიაში არ მომხდარა და არ მოხდება, მითუმეტეს, კავკასიაში!!!

3.ოპოზიცია ისევ უშვებს ჩვეულ შეცდომას, ამჯერად-საბედისწეროს; უპირისპირდება საზოგადოების უმრავლესობას, ვითომ “ჩაგრული” სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის ეგიდით. ოპოზიცია ქართველი ლევ დავიდოვიჩის (ტროცკი)-გიგას გზას ირჩევს და ქართველი ტრადიციული, კონსერვატორი, მართლმადიდებელი და ზომიერი, ლიბერალი ამომრჩევლის მხარდაჭერას და ხმებს ცვლის ქვეყნის გარე, დროებით “ლეგიტიმაციაში”, ანუ, გარე პოლიტ.აღშფოთების პიკის მისაღწევად, რიტაც ელვისებურად კარგავს ქვეყნის შიგნით ამომრჩეველთა აბსოლუტურ უმრავლესობას, ვინაიდან უღირსად ეხება ქართველი ერის ქსოვილის სისხლხორცეულ მახასიათებელს-ტოლერანტობის თემას!!! ოპოზიციას ავიწყდება, რომ ტოლერანტობა ტოლერანტობაა ნებისმიერი უმცირესობის მიმართ, იქნება ეს ეროვნული უმცირესობა, რელიგიური თუ სხვა, აი, ამ ღირებულებებში ქართველ ერს არასოდეს “გასჭირვებია”, პირიქით, მრავალსაუკუნოვანი გამცდილების სახელმძღვანელო მაგალითიც კი უნდა გახდეს ბევრად ახალგაზრდა ერებისათვის!

და ბოლოს: კითხვა, ან “მშრალი ნაშთი”: პოლიტიკური ემოციების “პიკი”-ს “ამოქოქვა” გაგანია ივლისში ნაადრევია, თუ ოპოზიციური პარტიები კანონიერი არჩევნებისთვის ემზადებიან!!!!!!!!
. . . ალბათ, არ ემზადებიან არჩევნებისთვის.

P.S. რა ვქნა, და, ამ ორომტრიალში მე ისევ ბატონი ბანკირების გამკვირვებია, უფრო სწორად, გული მწყდება, ნეტა, რა უნდათ ამ ისტორიულ-ღირებულებით გაუგებრობაში?!”-წერს ექსპერტი.

კომენტარები

სხვა სიახლეები