“ასეთი ქმედებებით მხოლოდ საკუთარ ქვეყანას უპირისპირდებიან” – გია მურღულია

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს გია მურღულია სოციალური ქსელით ეხმაურება. ფილოლოგი მხარეებს მოუწოდებს, კონფლიქტებისა და უთანხმოების მოგვარების არაძალადობრივ გზებს მიმართონ:

“ეს ყველაფერი რომ დასრულდება და ორივე აქციის მონაწილენი შინ ერთი ქუჩით დაიძრებიან, მერე მათ ვინ და როგორ გააშველებს? პოლიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ რამე უბედურება არ მოხდეს. ასეთ დროს ბრბოს ინსტინქტის გაძლიერების (წაქეზებითაც) დიდი ალბათობაა.

იმედი დავიტოვოთ, რომ სახელმწიფო რაციონალურად და ოპერატიულად იმოქმედებს. კონფლიქტებისა და უთანხმოების მოგვარების არაძალადობრივი გზებიც არსებობს და ჩვენ ყველამ ერთად მათ უნდა მივაგნოთ.

აგრესიულმა ჯგუფებმა დროა გააცნობიერონ, რომ ასეთი ქმედებებით მხოლოდ საკუთარ ქვეყანას უპირისპირდებიან.

მშვიდობიანი ღამე თბილისსა და საქართველოს”, – წერს გია მურღულია.

კომენტარები

სხვა სიახლეები