“ვენახში, სადაც ჩაყრილი მაქვს საფერავი, რომელმაც წელს პირველად გაიხარა, მივიღე დიდი შვიდეულის ელჩები”, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს აქვეყნებს.
მისი თქმით, რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა და კიდევ მზადდება.
,,ვენახში, სადაც ჩაყრილი მაქვს საფერავი, რომელმაც წელს პირველად გაიხარა, მივიღე დიდი შვიდეულის ელჩები: აშშ-ის, კანადის, ინგლისის, ევროკავშირის, საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, იაპონიის და ასევე უკრაინის მთავრობის რამდენიმე წევრი.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევძელით რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება წინა დღეებში და ხვალ მზადდება ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა,” – წერს სააკაშვილი.