დღეს, 24 ივნისს, 22:40 საათზე სავსამთვარეობა იქნება. როგორ აისახება დღევანდელი სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე,ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური პოსტს აქვეყნებს:
“24 ივნისის სავსემთვარეობის შესახებ
დღევანდელი სავსემთვარეობა თბილისის დროით, 22:40 საათზე იქნება.
სავსემთვარეობის პერიოდში ენერგია აქტიურდება და ადამიანები უფრო მეტად ენერგიულები და იმპულსურები ხდებიან (განსხვავებით ახალმთვარეობისგან, როდესაც ენერგია პირიქით, სუსტდება).
ადამიანებში მოსალოდნელია მოიმატოს შინაგანმა შფოთვამ. მოსალოდნელია გაჩნდეს იმის განცდა, რომ „რაღაცას იმ მასშტაბით ან ისე ვერ ვაკეთებ, როგორც საჭიროა“. კარიერული და საქმიანი კუთხით არ არის რეკომენდებული მასშტაბური ცვლილებები, სჯობს ცვლილებები ნელ-ნელა, ეტაპობრივად განხორციელდეს.
დღევანდელი სავსეთვარეობის დროს მთვარე თხის რქის მე-4 გრადუსში იქნება, ამიტომ მის გავლენას ყველაზე მეტად მიწის სტიქიის ნიშნით დაბადებული ადამიანები იგრძნობენ – კუროები, ქალწულები და თხის რქები. ასევე გარკვეული გავლენა იქნება კირჩხიბებისთვისაც, რადგან მზე კირჩხიბის ზოდიაქოში მოძრაობს.
24 ივნისიდან – 10 ივლისამდე (მომდევნო ახალმთვარეობამდე) ზოდიაქოს ნიშნებისთვის შემდეგი თემები გააქტიურდება:
* ვერძი – მიზნების ჩამოყალიბება ან გადალაგება, საქმიანი ცხოვრება, პროფესიული საქმიანობა, კარიერა, რეპუტაცია, გავლენიან ადამიანებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობა.
* კურო – უცხოეთი, უცხოელებთან ურთიერთობა, მოგზაურობა, ტურიზმი, სწავლა, ცოდნის მიღება და გადაცემა, წიგნებთან, გამოცდებთან, უცხო ენასთან დაკავშირებული საკითხები.
* ტყუპი – არსებული კრიზისების მოგვარება, ფინანსური ვალდებულებები, ვალები, კრედიტები, სულიერი ტრანსფორმაცია, ეზოთერული ძიებები, სექსუალური ცხოვრება.
* კირჩხიბი – პირადი ცხოვრება, ქორწინება-განქორწინება, მეუღლესთან ან ღია სასიყვარულო პარტნიორთან დაკავშირებული საკითხები. საქმიან პარტნიორების მხრიდან ახალი შემოთავაზებები, პარტნიორების ძიება. ახალი კავშირები ან არსებულ კავშირებში განხეთქილება.
* ლომი – სამსახურებრივი საკითხები, სამსახური, სამუშაო გარემოების ცვლა ან განვითარება, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, გამაჯანსაღებელი პროცედურები (დიეტა, მასაჟი, ფიტნესი, აუზი).
* ქალწული – გართობა, დასვენება, სასიყვარულო თემის გააქტიურება. ფლირტი, ბავშვებთან (მათ შორის საკუთარ შვილებთან) დაკავშირებული საკითხები, „შოპინგი“.
* სასწორი – ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან, წარმოშობასთან, ოჯახურ ურთიერთობებთან, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების გააქტიურება.
* მორიელი – ურთიერთობების წინ წამოწევა, უახლოესი გარემოცვა, და-ძმებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან დაკავშირებული ურთიერთობების გააქტიურება, მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემა, ახლო მანძილზე ხშირი გადაადგილება.
* მშვილდოსანი – ფინანსური თემების (შემოსავლები-გასავლები) გააქტიურება. ნებისმიერი რესურსის მართვის აუცილებლობა (დრო, ენერგია, ფული). ყურადღებას ითხოვს კვება. არ არის სასურველი მსხვილი შენაძენები.
* თხის რქა – საკუთარ თავზე ორიენტირება. გაძლიერდება ეგოიზმი. საკუთარ იმიჯთან დაკავშირებით (ჩაცმულობასთან, ვარცხნილობასთან დაკავშირებით ცვლილებები), ახალი ინიციატივების გამოვლენა.
* მერწყული – წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორება. სასურველია ყველაფრის გასაიდუმლოება. სასურველია გამძლეობა შექმნილი ფიზიკური და ფსიქოლოგიური წნეხის მიმართ.
* თევზები – მეგობრებთან, თანამოაზრეებთან ურთიერთობების გააქტიურება. გაძლიერდება კოლექტიური ურთიერთობები (კომპანია, ორგანიზაცია და ა. შ.). ახალი იმედების გაჩენა და მომავლის ფორმირება.”-წერს რამაზ გიგაური.