“უცებ ყვირილი სპეცრაზმელისგან… მეუბნებიან უნდა გაგაცილოთ, ფილარმონიასთან ორი ვეფხვი მოვკლით და კიდევ ლომებიც არიან გაქცეული… შეიძლება შენს ეზოში იყვნენო…“ – 13 ივნისის ძალიან სასაცილო ისტორია

ბექა ჭანკვეტაძის 13 ივნისის ისტორია თუ არ წაგიკითხავს, ჩათვალეთ, არაფერი წაგიკითხავთ. დღეს ამ ისტორიას “ერთი წელი შეუსრულდა” და გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ ბევრი ვიცინოთ. მაშ ასე:
“შეპირებული ისტორია რაც მე გადამხდა 2015 წლის 13 ივნისს. მოკლედ ძაან სასაცილოა და არ დაგეზაროთ და არაფერი გამოტოვოთ. წაიკითხეთ.
2015 წლის 13 ივნისს, იმ ტრაგედიის ღამეს ვიყავი მზესუმზირას ივენთზე ლისზე, 13 თენდება და ვინც იქ ვიყავით არავინ არაფერი არ ვიცით ქვევით რა ხდება, მობილურები დამჯდარი გვაქვს და აი ეს წვიმა რომ გვასხავს ძაან გვისწორდება, მოკლედ უსველესი გულაობა მიდის.
უკვე დილის რვა გახდა და მეგობარი შემხვდა რომელიც იქ იყო მაგრამ მანამდე ვერ ვხედავდი . მომაწევინა რაღაც ჯოჯოხეთში გაზრდილი ბალახი, 5 წუთში თითოეული წვიმის წვეთის დანახვა დავიწყე, მისი ხასიათის შეცნობა და ღრუბელი, წვიმა და დედისმუტელი ერთმანეთში იზილება ისე მაგრად ვარ.
მეგობარ გოგოს ვეუბნები წავედით თორემ შეიძლება გავფრინდე, ხოდა ტაქსი ჩავსხედით. ტაქსი მეუბნება რომ ციხიდან გამოვედიო გუშინო და პრავა არ მაქვსო და თუ პოლიცია გამოგვეკიდაო უცებ შენ გადმოჯექი საჭესთანო. არადა უკან ვზივარ როგორ უნდა გადავჯდე, გულში ვფიქრობ ვსიო ბექა დაგენძრა ეს უეჭველი ციხიდან არის გამოქცეული და უეჭველი ამიყვანენ ამასთან ერთად და თან მოწეული ვარ ეგრევე მიხვდებიან, ჩამიდებენ და 10 წელი უნდა ვიჯდე ამ ყლესთან ერთად.
მოკლედ ისეთ შიშებში ვარ ვერავინ წარმოიდგენთ, იმიტომ რომ ლისიდან ვერამდე არცერთი მანქანა არ შეგვხვდა, არცერთი ადამიანი, გარეთ არავინ არ დადის, მაღაზიები დაკეტილია, სიცარიელე ქუჩებში, ერთი პერიოდი ვიფიქრე რომ მოვკვდი და ჯოჯოხეთში მოვხვდი, ხელები დავილურჯე ჩქმეტისგან, რატომღაც მეგონა რომ სული ვიყავი.
ფილარმონიას ვუახლოვდებით უკვე და ვხედავ 5 ან 6 პოლიციის პიკაპი, სამხედრო ფორმებში, ნიღბებით და მაყუჩიადი დიდი თესლი ავტომატებით. ძაან მეშინია აი ვაბშე ყველა კუნთი მტკივა შიშისგან, თან ვფიქრობ მეთქი მოწევაზე ასეთ სპეც ოპერაციას ვინ ჩამიტარებდა მე, უეჭველი ციხიდან არის გამოქცეული ეს ნაბოზარი და ჩამცხირავენ როგორც თანამზრახველს, ვსიო ბექ დაგენძრა.
ბელინსკზე რომ უნდა ავუხვუოთ უცებ ყვირილი ამ სპეცრაზმელებისგან გააჩერე მანქანა, და ეს ავტომატიანი 10 ტიპი მოდის და უცებ ყველაფერმა ჩამირბინა თვალწინ, დაჟე პანაშვიდებზე ბევრნი იყავით, ჩენი გასვენება და რავი კიდევ.
ფანჯარა ჩაუწია ტაქსმა და მე ველოდები რომ გადაგვათრევენ ეხლა, თავი შემოყო ამ სპეცრაზმელმა და სად მიდიხართო გვეკითხება, ამან მგზავრი მყავსო და მე ვერ ვლაპარაკობ, ხმას ვერ ვიღებ მითუმეტეს სპეცრაზმელს რას ვეტყვი ისეთ მდგონარეობაში ვარ . როგორც იქნა ვუთხარი ზრმოთ ვცხოვრობთქო და სადო? ბარნოვზე ვცხოვრობთქო და მაშინ უნდა გაგაცილოო!
წარმოიდგინეთ, რა დღეში ვარ, ავტომატიანი ტიპი მეუბნება რომ უნდა გამაცილოს ამდენმა პიკაპმა სახლამდე? და ვეკითხები რატომ? და უცებ სერიოზული სახით მეუბნება მეორე სპეცრაზმელი: ფილატმონიასთან ორი ვეფხვი მოვკალით და კიდევ ლომებიც, მგლებიც არიან გაქცეულები შეიძლება შენს ეზოში იყვნენ და უნდა მიგაცილოთო. ეს იყო ბოლო წერტილი უკვე მართლა მგონია რომ მკვდარი ვარ და ესეთ ჯოჯოხეთში მოვხვდი სადაც ყველა მე მეკაიფება, რა ვეფხვი რა უნდა ვეფხვს ჩემ სახლში.
მოკლედ მიმაცილეს და სახლში მყავს ლაბრადორი, ერთადერთი დებილი ლაბრადორი არსებობს და ის მე მყავს, დღემდე ვერ მცნობს, ეზოში რომ შევდივარ გიჟივით მიყეფს უკვე მეექვსე წელია, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ და ამ პიკაპიან სპეცრაზმელებს ამას ვერ ვეტყვი რომ იქ ძაღლია.
თვითონ ძაან ეშინიათ და ფრთხილად დადიან, მოკლედ ეზოში შევიდნენ ხუთნი იყვნენ და უცებ ბუჩიმ ატეხა ყეფა და ბზშვლვყ რომელი სპეცრაზმელი სად გარბოდა, დღესაც ეძებენ მაგათ.
ბოლოს შევედი დავიძინე, და დილით ვნახე რაც მოხდა თურმე.”

კომენტარები

სხვა სიახლეები