ვერძი
დღის წესრიგში დგება დიდი ხნის გადაუჭრელი პრობლემა, ეს შესაძლოა უკავშრდებოდეს ჯანმრთელობას ან ვინმესთან ურთერთობის საკითხებს, ან წინააღმდეგობებს თუ შიშებს, რომელიც თან სდევს თქვენს ცხოვრებას.
კურო
შეეცადეთ სიტუაციებსა და ზოგადად ადამიანებს შეხედოთ, არა თქვენი ემოციური შთაბეჭდილებებიდან გამომდინარე, არამედ საღი ობიექტური ხედვით და ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული.
ტყუპები
შესაძლოა თქვენში გაიღვიძოს ავანტიურიზმმა და გაგიჩნდეთ სურვილი შეისწავლოთ რაიმე ახალი. გადახედეთ თქვენს საქმიანობას და ეცადეთ განვითარდეთ პროფესიონალური კუთხით, ახლა ამისთვის შესაფერისი დროა.
კირჩხიბი
თუ მშიშარა და პესიმისტი არ ხართ და შეეცდებით სამართლიანად დააბალანსოთ ურთიერთობები, შედეგი აუცილებლად გაგახარებთ. იმოქმედეთ გონივრულად, მოუჭერით გზა ოპონენტებსაც და მოწინააღმდეგეებსაც.
ლომი
დღეს თქვენი რომელიმე სურვილი აუცილებლად ახდება, თქვენი ქმედებები განაპირობებს სამომავლოდ თუ როგორ განვითარდება პირადი თუ პროფესიული ურთიერთობები.
ქალწული
მოსალოდნელია მცირედი გაუგებრობები ოჯახში ან საქმიან სფეროში, რთული იქნება მტყუან-მართალის გარჩევა, მაგრამ პრობლემას ნუ გაექცევით, ჯობია ის დროულად გადაჭრათ.
სასწორი
სასურველია გათავისუფლდეთ ყოველგვარი ძველი და უსარგებლოსგან, იქნება ეს სამსახურეობრივი თუ პირადი ცხოვრების თემა. შეეცადეთ მოდუნდეთ და მეტად დაისვენოთ.
მორიელი
გაერკვიეთ, ჩაწვდით თქვენი სულის სიღრმეებს, გააცნობიერეთ მიმდინარე მოვლენების არსი და სწორად მოახდინეთ ძალების კონცენტრაცია, ეს საშუალებას მოგცემთ დიდი ზეგავლენა მოახდინოთ სხვებზე და შეიძინოთ ერთგული თანამოაზრეები.
მშვილდოსანი
დღეს მეტი დიპლომატია, მოქნილობა და სიტუაციური ლავირება დაგჭირდებათ. მიზანდასახულობა და გონიერება დაგემხარებათ იპოვნოთ საუკეთესო გზა და სწორი პასუხები თქვენს კითხვებზე.
თხის რქა
ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას და ნუ ელოდებით რომ ყველაფერი თქვენი სცენარით განვითარება. იქნება სირთულეებიც, მაგრამ კარგი გაკვეთილები აუცილებლად დაგეხმარებათ სამყაროსთან ჰარმონიის მიღწევაში.
მერწყული
მიმდინარე მოვლენები რადიკალურად შეცვლის თქვენს აზროვნებასა და გეგმების მიმართულებას, მაგრამ კონკრეტული სიტუაციის გამოსასწორებლად გამოჩნდება ახალი შესაძლებლობებიც.
თევზები
დღეს, შესაძლოა გაიგოთ სიმართლე რაღაც თქვენგან დაფარული სიტუაციის შესახებ, შედეგად მოგიწევთ მიიღოთ შესაბამისი ზომები. ეცადეთ გამოიყენოთ მოულოდნელობის ეფექტი.