“გმადლობ,რომ ჩემს მიმართ შენი გრძნობები გამიზიარე, მიუხედავად იმისა რომ მე ეგ ცალ ფეხზე მკიდია,” – ჩერგოლეიშვილი კვესიტაძეს
ეკა კვესიტაძის სტატუსს, სადაც ის სახალხო დამცველის წარმომადგენელსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს „ნამახვანჰესის” თემაზე გადაცემაში სტუმრობაზე უარის თქმის გამო აკრიტიკებს, „ტაბულას” დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა.
„შენივე ტელევიზიაში ვარ დაბლოკილი იმიტომ რომ სააკაშვილს და გვარამიას ვაკრიტიკებ. არასოდეს საჯაროდ ეს არ დაგიგმია.
მუხლებზე რომ დამიდგეთ, მე მაგ არხზე მაინც არ მოვალ – იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სხვებმა ჭკუა ისწავლონ და არასოდეს გაბედონ საკუთარ პროფესიაზე ხელის აღება, იმიტომ რომ ვიღაც დაკომპლექსებული ჩემს კრიტიკას ვერ ეგუება.
მაგრამ შენ ადგილას, ეგეთ არხზე მუშაობა შემრცხვებოდა. ასე რომ ჩემო ეკა, შენზე ყველაფერი ალალია.”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.