“გოგომ ბოსელში ჩამოიხრჩო თავი, ბიჭი ლანჩხუთის რკინიგზის სადგურზე იპოვეს მკვდარი” – ორი მოზარდის თვითმკვლელობა გურიაში
გურიაში ორმა მოზარდმა – 16 წლის გოგო ქ.გ-მ და 16 წლის ბიჭმა – ა.თ-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ბიჭი ერთერთ ოჯახში მინდობით აღზრდაში იყო. მას გუშინ საღამოდან ეძებდნენ და რკინიგზის სადგურთან გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მან თავი ჩამოიხრჩო.
16 წლის გოგონა, ქ.გ, რომელიც ლანჩხუთის სოფელში, ქვიანში ცხოვრობდა, ბოსელში იპოვეს ჩამომხრჩვალი.