საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებელი, ლევან ვასაძე აცხადებს, რომ გარყვნილების საჯარო პროპაგანდა აიკრძალება.
“იმ საქართველოში, რომელსაც ჩვენ ავაშენებთ, აღარ მოგვიწევს ყოველ წელს ნერვიულობა ასეთ სისულელეებზე. მე ამისთვის გადავდგი, მათ შორის, ეს ნაბიჯი, რომ ტრადიციული, ღირსეული საქართველო აღვადგინო. იმ საქართველოში, რომელსაც ჩვენ ერთად ავაშენებთ, გპირდებით, აიკრძალება გარყვნილების საჯარო პროპაგანდა და ასეთი რაღაცების ყოველ წელს ჩატარება”, – განაცხადა ვასაძემ.