“კორონავირუსსაც აქვს არსებობის უფლება” – განაცხადა ინდოელმა პოლიტიკოსმა, უტარაკჰანდის შტატის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ტრივენდრა სინგჰ რავატმა.
მისი განცხადებით, ფილოსოფიური თვალსაზრისით, ვირუსი SARS-CoV-2 ისეთივე ცოცხალი ორგანიზმია, როგორც ადამიანი, და მასაც სურს ცხოვრება.
„ადამიანები თავს ყველაზე ჭკვიანებად თვლიან და კორონავირუსის განადგურებას ცდილობენ, ამიტომაც ის მუდმივად მუტაციას განიცდის. ამ დაავადებასთან საბრძოლველად კაცობრიობამ კორონავირუსის ქცევის წინასწარმეტყველება უნდა ისწავლოს“, – აცხადებს ინდოელი პოლიტიკოსი.