რა კანონიერი უფლება აქვთ მიუსაფარ ძაღლებს

ფეისბუქმომხმარებელი Chuqa Gurji სოციალურ ქსელში იმ მიუსაფარი ძაღლების შესახებ წერს, ვისაც ყურზე კლიპი აქვს მიმაგრებული. ის ხსნის, რომ ასეთი ცხოველები გამვლელებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ და რომ მათზე დღეს სახელმწიფო ზრუნავს.

“ყველამ უნდა იცოდეს ამის შესახებ.

ძვირფასო ადამიანო! თუ ქალაქში გასეირნებისას, ყურზე დამინახავთ ასეთ კლიპს, უნდა იცოდეთ, რომ ეს არის ჩემი კანონიერი ნებართვა / უფლება საცხოვრებელ ადგილზე ამ ქალაქში. ეს ნიშნავს, რომ მე ვარ მეგობრული, გასტერილებული და ჯანმრთელი. მე რეგისტრირებული ვარ სახელმწიფო სამსახურის მიერ, მაქვს პასპორტი და მყავს კურატორი. არ ინერვიულოთ და არ დაურეკოთ მონიტორინგის სამსახურს, კანონი კრძალავს ჩემს შეხებას.

სამაგიეროდ, შეგიძლიათ მომცეთ საკვები და გახდეთ ჩემი პატრონი, იცოდეთ, რომ Სამუდამოდ მეყვარებით და ბოლომდე გიერთგულებთ!”, –  ნათქვამის ფეისბუქმომხმარებლის სტატუსში.

კომენტარები

სხვა სიახლეები