27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მშვიდად ადევნეთ თვალყური მიმდინარე მოვლენებს და შეეცადეთ შეუმჩნეველი დარჩეთ. ნუ იატქიურებთ, ნუ დახარჯავთ ენერგიას წვრილმანებზე, პირიქით, მოიკრიბეთ ძალები და მოემზადეთ სიახლეებისთვის.

კურო

იყავით ფრთხილად, ნუ გათქვამთ და მით უმეტეს შეგნებულად ნურავის გაანდობთ სხვის საიდუმლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა თქვენივე დაუდევრობით ინტრიგების ქსელში აღმოჩნდეთ.

ტყუპები

იყავით ყურადღებით და შეეცადეთ ამოიცნოთ სამყარს მინიშნებები, გაიაზრეთ სიზმრები და იქნებ საჭირო პასუხებს მიაგნოთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სწორი მიმართულებით მოქმედებისათვის.

კირჩხიბი

ეს არის აღმოჩენების, აღმაფრენისა და მეტად მნიშვნელობანი მზადების პერიოდი, რომელიც დადგება კირჩხიბის ზოდიაქოში მზის გადაბრძანებით. დატკბით ცხოვრებით და მოემზადეთ ახალი გამოწვევებისთვის.

ლომი

დახუნძლული დღეა, შეხვედრდები, კოფერენცია, დაუგეგმავი საქმიანი მოლაპარაკებები… 24 საათი დღე-ღამეში არაა საკმარისი იმისათვის, რომ საქმეებიც მოასწროთ და ცოტაოდენი დასვენებაც. გონებამახვილობა და სისწრაფე აი რა გჭირდებათ.

ქალწული

ნურავის დაადანაშაულებთ თქვენს წარუმატებლობაში, მოთნინებით აღიჭურვეთ და გონივრულად დაალაგეთ მნიშვნელოვანი საქმეები, გაიაზრეთ თითოეული ნაბიჯი და წინდახედულად იმოქმედეთ.

სასწორი

გელით დაუგეგმავი შეხვედრები სხვადასხვა ადამიანებთან, კომპანიონებთან, თქვენს ბიზნეს პარტნიორებთან. ზომიერი ტაქტიკით, შეუპოვრობით და სამართლიანი მოთხოვნებით სასურველს აუცილებლად მიაღწევთ.

მორიელი

უდარდელად ჩაივლის დღევანდელი დღე. სიმშვიდეა შინ და გარეთ. სამსახურეობრივი წვრილმანი გაუგებრობები იოლად მოგვარებადია, შესაძლოა ცოტა გაკვირვებულიც დარჩეთ ყველაფრის მიუხედავად ოჯახური იდილიით.

მშვილდოსანი

შესაძლოა პირად-სასიყვარულო საქმეებში პრობლემებმა იჩინოს თავი, აღიჭურვეთ მოთმინებით და უფრო გულისხმიერი იყავით…დაელოდეთ უკეთეს მომენტს და ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას.

თხის რქა

არის ალბათობა შთამბეჭდავად გამოავლინოთ თქვენი ხასიათის ორიგინალური თვისებები, არასტანდარტული აზროვნება და სათანადო შექებაც დაიმსახუროთ კოლეგებისა თუ მეგობრების მხრიდან. ცხოვრება მშვენიერია…

მერწყული

გათავისუფლდით ყოველგვარი ზედმეტისაგან, დაამყარეთ წესრიგი თქვენს გარშემო, მოიშორეთ აბეზარი ფიქრები, მოიშორეთ ყოველი ძველმანი და უსარგებლო რამ თქვენი სივრციდან, თქვენი გონებიდან, თქვენი პირად თუ საერთოდაც ცხოვრებიდან.

თევზები

ბავშვივით გალაღდით და მსუბუქი ნაბიჯებით მიუყევით ყოველდღიურობას, ახლა თქვენი დროა, თუმცა გარშემო ისეთი სიმშვიდეა, რომ შეიძლება რაიმე საინტერესო და ეშმაკური ხრიკიც მოიგონოთ ირგვლივმყოფთა გასახალისებლად.

კომენტარები

სხვა სიახლეები