ვერძი
შესაძლოა დახმარება დასჭირდეთ თქვენს მშობლებს ან ასაკოვან ოჯახის წევრებს, რაც თქვენგან გაუთვალისწინებელი ფინანსურ ხარჯებს და ყურადღებას მოითხოვს. მეტი ყურაღება დაუთმეთ ჯანმრთელობის თემას.
კურო
თუ ბიზნესსაქმიანობით ხართ დაკავებული, დიდი ალბათობით ხარჯების შემცირება მოგიწევთ. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ მოიგოთ დრო და როგორ მოერგოთ ახალ მოთხოვნებსა და გამოწვევებს.
ტყუპები
დიდი ალბათობით თქვენ ვერ შეძლებთ თანამოაზრეების მხარდაჭერას ახალ პროექტებთან დაკავშირებით,მაგრამ ხელს ნუ ჩაიქნევთ მალე ისევ მოგიწევთ პროექტთან დაბრუნება და მცირე კორექტირების შემდეგ მისი წარმატებით რეალიზება.
კირჩხიბი
სიფრთხილე გამოიჩინეთ ავტომობილის მართვისას და ზოგადად ფხიზლად იყავით გზებზე. შესაძლოა მოულოდნელად ახალი ფინანსური წყარო გაგიჩნდეთ, ელოდეთ სასიამოვნო სიურპრიზებსა და სიახლეებს.
ლომი
მცირე კონფლიქტებია მოსალოდნელი შვილებთან ან თქვენს და-ძმებთან ურთიერთობაში, სავარაუდოდ მიზეზი განსხვავებული შეხედულებები და მოსაზრებები იქნება. იყავით გამგები და გამოიჩინეთ გულისხმიერება.
ქალწული
მშვიდი დღეა, დაფიქრდით ფინანსური მდგომარეობის გაუჯობესებაზე, ეძიეთ დამატებითი შემოსავლის წყაროები და შეეცადეთ გარკვეული თანხა გადადოთ სამომავლოდ.
სასწორი
კარგი დროა ახლობელ ადამიანებთან თბილი და ჰარმონიული ურთიერთობებისათვის, შესაძლოა ოჯახის ახალი წევრის მატებასთან დაკავშირებით სასიხარულო ამბავი შეიტყოთ, რაც გაახალისებს თქვენს ცხოვრებას.
მორიელი
თქვენი დამაჯერებელი ტონი კარგ სარგებელს და წარმატებას მოგიტანთ სარეკლამო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებში. წარმატება გელით აგრეთვე პროფესიულ საქმეებზე კამათსა და დისკუსიებში.
მშვილდოსანი
იყავით თავშეკავებული და დიპლომატიური ყველგან, განსაკუთრებით კი სამსახურეობრივი გაუგებრობების შემთხვევაში. შეეცადეთ თქვენი განსხვავებული აზროვნება და მიდგომები არ ატარებდეს ნეგატიურ ხასიათს.
თხის რქა
შესაძლოა ნეგატიური შეფასებები დაიმსახუროთ სამსახურში და გაგიჭირდეთ ამის მოთმენა, ეს არა მარტო თქვენი დაბნეულობის, არამედ ირგვლივ გამეფებული ნევროზული ფონის შედეგია, გაიღიმეთ, ყველაფერი მალე დალაგდება.
მერწყული
თქვენი ძალისხმევა და შრომა იმ შედეგების მომტანი არ იქნება რასაც ელოდით, მაგრამ გაცილებით უკეთეს შედეგს მიიღებთ სხვებთან შედარებით. ეს კი ნამდვილად დასაფასებელი და საყურადღებოა.
თევზები
მხოლოდ მოთმინება და გონიერება იქნება საჭირო, რომ თავი დააღწიოთ სამსახურში მომაბეზრებელ კოლეგასთან საქმეების გარჩევას, მისი უვიცობის ღიად გამოხატვა მხოლოდ დააზარალებს ახლა თქვენს ავტორიტეტსა და რეპუტაციას.