“უკვე ძალიან გაუგებარია ეს ზეწოლა თეატრის დასის მიმართ, შეგრძნებაა, თითქოს, ჩვენ უნდა გამოვიტანოთ განაჩენი!!!” – ლევან ხურცია

მსახიობი ლევან ხურცია ნინუცა მაყაშვილისა და ბესო ზანგურის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მისი აზრით, მოძალადე უნდა დაისაჯოს და თუ ცილისწამებაა, გაირკვეს:
“უკვე ძალიან გაუგებარია ეს ზეწოლა თეატრის დასის მიმართ, შეგრძნებაა, თითქოს, ჩვენ უნდა გამოვიტანოთ განაჩენი!!! ვგმობ ყველანაირ ძალადობას და ასევე ვგმობ დაუსაბუთებელ საჯარო ბრალდებებს, რომელიც ცხოვრებას უნგრევს ადამიანს (არ ვგულისხმობ, რომ პრობლემა ხმამაღლა არ ითქვას, პირიქით, უნდა ითქვას ოღონდ რეაგირებაც უნდა მოყვეს, რომ არცერთი მხარის უფლება არ დაირღვეს) ან მიიღეთ გადაწყვეტილება შესაბისმა ორგანოებმა და გაერკვიეთ საკითხში. დასასჯელი დაისაჯოს ან, თუ არაფრის გარკვევის სურვილი არ გაქვთ არცერთ მხარეს, შევეშვათ თეატრისა და დასის პასუხისმგებლობას, რომელიც ფაქტების გარეშე ვერანაირ ოფიციალურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს (პირადად ვინ რას გადაწყვეტს, ეს სხვა საკითხია). მორალური კუთხით თუ შევხედავთ, ერთ მხარეს ძვირფასი მსახიობის ტრაგიკული წარსულია პინაზე და მეორეზე ოჯახი, მეუღლე და სამი შვილი, რომლებიც არაფერ შუაში არიან. პ.ს. მე პირადად არავის პირადი ცხოვრება არ ვიცი და ხმამაღლა ვერავის დავადანაშაულებ! მოძალადეა? პასუხი აგოს! ცილისწამებაა ?გაირკვეს. და დავასრულოთ ეს საშინელება.სანამ არაფერია დასაბუთებული, ჩემი კოლეგიალური პატივისცემა ნინუცასაც და ბესოსაც! ვიმეორებ და ვაფიქსირებ პოზიციას, არა ძალადობას და არა ბულინგს. ამ დატანჯულ ქვეყანაში ვეცადოთ, რომ ერთმანეთის ელემენტარული პატივისცემა არ დავკარგოთ”, – წერს ლევან ხურცია.

კომენტარები

სხვა სიახლეები