“ქორწინდებით და ამის შემდეგ დგება ეს ოხერი პირველი ღამე და ალალ-ბედზე ხართ…მარტო “შევიდა-გამოვიდა” გვგონია სექსი..”

ბლოგერი გურამ შეროზია პირველ ღამეზე და ქორწინებამდე სექსის არქონაზე საუბრობს:
“სექსში ვეწყობით თუ არა გონზე რომ არ ვართ და მარტო “შევიდა-გამოვიდა” გვგონია სექსი”
ერთ რამეში გამარკვიეთ: აი რომ ქორწინდებით და ამის შემდეგ დგება ეს ოხერი პირველი ღამე და ალალ-ბედზე ხართ…
– იქნება და რომელიმე კუნძივით ვაგდივართ
– ან შუქს ვაქრობთ “იმის” წინ
– ან ბაღანეს გულიზე მხოლოდ და ყველი და პურის პოზის იქით არ ვკადრულობთ
– ან ზომებში “ვიჭედებით”, ან 2 წუთში “ვსრულდებით” დაწყებიდან
– ან მე ალთას ვარ და ის ბალთას
რანაირად შეიძლება აირჩიო ცხოვრების მეგზური ასე ბრმად და გარტყმაზე? სექსში ვეწყობით თუ არა გონზე რომ არ ვართ და მარტო “შევიდა-გამოვიდა” გვგონია სექსი? მერე უნდა იძრომიალონ სხგაგან, ან ორგაზმი არ ჰქონდეთ მთელი ცხოვრება, მერე აგრესიაში გადაეზარდოთ და ჩემს ბლოგზე ანთხიონ მკივანა კომენტარებად…
8 ლარიან ყველს რომ ყიდულობთ, რომელსაც ერთ დღეში ჭამთ და ინელებთ – იმას სინჯავთ ათასჯერ და მთელი ცხოვრება რომ ერთად ყოფნას გეგმავ და მხოლოდ ოჯახიშვილობა და დიპლომი რომ იცი – ეს ნორმალურია?”-წერს გურამ შეროზია.

კომენტარები

სხვა სიახლეები