რუსთაველის თეატრის მსახიობს, ბესო ზანგურს კიდევ ერთ ძალადობაში ამხელენ.
რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ზანგურის ძალადობას თეატრალურ უნივერსიტეტშიც შეესწრო:
“დიახ, ეს კაცი არის მოძალადე! თეატრალურ უნივერსიტეტში ბევრი წლის წინ ჩემი თვალით ვნახე. ვნახე, ბესო ზანგური როგორ სცემდა (თავისივე შეყვარებულს) გოგოს. სცემდა აუდიტორიაში და სცემდა უმოწყალოდ! საკმაოდ რთულად და დიდი გაჭირვებით გამოვართვით ის გოგო მაშინ ხელიდან! იმედი მაქვს, სხვა თეატრები და თეატრალები მაინც ილაპარაკებენ ძალადობაზე, ილაპარაკებენ ადეკვატურად და საღად! “დაგმობა” ცოტაა! დაცინვას უფრო ჰგავს ეგ. ჰოდა, ვინც ძალადობას არ ემიჯნებით, ,,ეროვნული სტატუსიც” უკან გაიკეთეთ!”, – წერს ელენე მაცხონაშვილი.