“გადავარჩინოთ რალფი”-მოკლემეტრაჟიანი ფილმი ცხოველებზე ტესტირების წინააღმდეგ(ვიდეო)
“გადავარჩინოთ რალფი” ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმია. ფილმის რეჟისორი და სცენარისტი სპენსერ სუსერია.
მოკლემეტრაჟიანი ფილმი, დოკუმენტური სტილის, “სტოპ მოუშენ” ანიმაციაა. რალფი კამერას ესაუბრება და თავის ყოველდღიურ ცხოვრებას გვიყვება. დილის რუტინის შემდეგ მაყურებელი აღმოაჩენს, რომ რალფი საცდელი კურდღელია, რომელიც ლაბორატორიაში ცხოვრობს და იმ დღეს, თავის მეგობრებთან ერთად, ექსპერიმენტის მონაწილეა.