რა არის შენი უმთავრესი ნაკლი და ღირსება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ალ­ბათ არც ერთი ჩვენ­თა­გა­ნი არ იქ­მნის იმის ილუ­ზი­ას, რომ ამ ქვე­ყა­ნას აბ­სო­ლუ­ტუ­რად უნაკ­ლო და იდე­ა­ლუ­რი მო­ევ­ლი­ნა. ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით, ნე­ბის­მი­ე­რი ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელს გა­აჩ­ნია ხა­სი­ათ­ში აუ­ტა­ნე­ლი თვი­სე­ბე­ბი, რომ­ლის სა­კომ­პენ­სა­ცი­ო­დაც ამ უკა­ნას­კნელს, რაღა თქმა უნდა, და­დე­ბი­თი სა­ხა­სი­ა­თო შტრი­ხე­ბიც ებო­ძა (სამ­ყა­რო ხომ კა­ნონ­ზო­მი­ე­რი გახ­ლავთ!). თუმ­ცა, ის თუ რამ­დე­ნად ახერ­ხებს ესა თუ ის ინ­დი­ვი­დი სა­კუ­თარ ხა­სი­ათ­ში უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბი და­დე­ბი­თით ჩა­ა­ნაც­ვლოს, ეს უკვე თა­ვად კონ­კრე­ტულ ადა­მი­ან­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი და არა ვარ­სკვლა­ვებ­ზე. მე კი რო­გორც ას­ტრო­ლოგს, მხო­ლოდ ის შე­მიძ­ლია, თორ­მე­ტი­ვე ნიშ­ნის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი პლუ­სე­ბი და მი­ნუ­სე­ბი გა­გაც­ნოთ…

ვერ­ძის უმ­თავ­რე­სი ნაკ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­ის არ­ქო­ნა, უკონ­ტრო­ლო სი­ფი­ცხე და უხე­შო­ბაა. და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ოპ­ტი­მიზ­მი, გულ­წრფე­ლო­ბა გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში და ენერ­გი­უ­ლი ხა­სი­ა­თი.

კუ­როს ძი­რი­თა­დი ნაკ­ლი მის უა­პე­ლა­ციო სი­ჯი­უ­ტე­ში მდგო­მა­რე­ობს. ამას მოჰ­ყვე­ბა კი­დევ ერთი ცუდი თვი­სე­ბა – სი­ახ­ლე­ე­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბა და შიში. რის გა­მოც ბევ­რი კურო პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის კარგ შანსს უშ­ვებს ხე­ლი­დან. და­დე­ბით თვი­სე­ბა კუ­როს შემ­თხვე­ვა­ში ერ­თგუ­ლე­ბის უნა­რი, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და სა­ო­ცა­რი მოთ­მი­ნე­ბაა.

ტყუ­პის ყვე­ლა­ზე გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი თვი­სე­ბა არის გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ლაქ­ლა­ქის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა და სა­შინ­ლად ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თი. ფიქ­რობს ერთს, ამ­ბობს მე­ო­რეს და სა­ბო­ლოო ჯამ­ში მე­სა­მეს აკე­თებს. და­დე­ბი­თი თვი­სე­ბა ტყუპ­ში არის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, გამ­ჭრი­ა­ხო­ბა და იუ­მო­რის დიდი დოზა.

კირჩხი­ბის უდი­დე­სი ნაკ­ლი დეპ­რე­სი­უ­ლო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა, პა­ნი­კი­ო­რო­ბა და მუდ­მი­ვი წუ­წუ­ნის ჩვე­ვაა. მას ძა­ლი­ან უჭირს ასე­ვე წარ­სულ­თან გა­მო­თხო­ვე­ბა. და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი­დან კირჩხი­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ღირ­სე­ბა ოჯა­ხის, სა­კუ­თა­რი ფეს­ვე­ბის და წი­ნაპ­რე­ბი­სად­მი თავ­და­დე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლია.

ლო­მის ხა­სი­ათ­ში გარ­შე­მო მყო­ფებს ყვე­ლა­ზე მე­ტად ქედ­მაღ­ლო­ბა, არა­ჯან­სა­ღად ამ­ბი­ცი­უ­რი გა­მოხ­დო­მე­ბი და გა­მუდ­მე­ბუ­ლი ტრა­ბა­ხის სიყ­ვა­რუ­ლი მი­აჩ­ნი­ათ. სა­მა­გი­ე­როდ, ლომს უზო­მოდ კე­თი­ლი გული აქვს. ის არის დიდსუ­ლო­ვა­ნი მე­გო­ბა­რი და სა­ი­მე­დო და­საყ­რდე­ნი პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. უყ­ვარს სუს­ტე­ბის მფარ­ვე­ლო­ბა.

ქალ­წუ­ლის უდი­დე­სი ნაკ­ლი მეწვრილ­მა­ნე­ო­ბა და სი­ძუნ­წეა. მას ხში­რად საყ­ვე­დუ­რო­ბენ ასე­ვე ან­გა­რე­ბი­ან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მი­მართ. და­დე­ბი­თი თვი­სე­ბა კი ის აქვს, რომ თავ­და­დე­ბუ­ლი ზრუნ­ვა შე­უძ­ლია მათ­თვის, ვინც უყ­ვარს. არის დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, წინ­და­ხე­დუ­ლი და მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი.

სას­წო­რის ნაკ­ლი მერ­წყე­ვი ხა­სი­ა­თია. მას ხში­რად თა­ვად ვერ გა­უ­გია რა სურს ან სურს კი სა­ერ­თოდ რამე? გა­უ­ბე­და­ო­ბა და უკონ­ფლიქ­ტო ხა­სი­ა­თი ხში­რად ხდე­ბა მის­თვის პრობ­ლე­მე­ბის სა­ბა­ბი. და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი­დან სას­წო­რი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბით, გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მი­მართ თა­ვა­ზი­ა­ნი მიდ­გო­მი­თა და მუდ­მი­ვად მო­ღი­მა­რი სა­ხით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

მო­რი­ე­ლის ხა­სი­ათ­ში “ჩრდი­ლო­ვან მხა­რედ” შე­იძ­ლე­ბა მისი შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი ბუ­ნე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს. ამ ხალ­ხის დიდი ნაკ­ლია ბოღ­მი­სა და წყე­ნის ხან­გრძლი­ვი დრო­ით გუ­ლით ტა­რე­ბის ჩვე­უ­ლე­ბა. თუმ­ცა და­დე­ბი­თი თვი­სე­ბაც ბევ­რი აქვს მო­რი­ელს. იგი ერ­თგუ­ლი, ამ­ტა­ნი და გამ­ტა­ნი ადა­მი­ა­ნია. არა­სო­დეს ჩაგ­რავს ვინ­მეს უმი­ზე­ზოდ და და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად.

მშვილ­დოს­ნე­ბის ნაკ­ლი ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თი, ცხოვ­რე­ბი­სად­მი ზე­რე­ლე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ზედ­მე­ტი ოპ­ტი­მიზ­მია. და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი­დან კი მათი სა­ო­ცა­რი გუ­ლი­თა­დო­ბა მე­გობ­რე­ბის მი­მართ, მას­შტა­ბუ­რი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი და მხი­ა­რუ­ლი ხა­სი­ა­თი უნდა აღი­ნიშ­ნოს პირ­ველ რიგ­ში.

თხის რქის ყვე­ლა­ზე დიდი ნაკ­ლი პირ­ქუ­ში ხა­სი­ა­თი, ზედ­მე­ტი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბა და სნო­ბიზ­მია. არა­ნაკ­ლებ გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია თხის რქის სი­ჯი­უ­ტეც. და­დე­ბით თვი­სე­ბებს შო­რის თხის რქას შე­უძ­ლია თავი მო­ი­წო­ნოს ერ­თგუ­ლე­ბის გა­სა­ო­ცა­რი უნა­რით, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბი­თა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი გრძნო­ბით.

მერ­წყუ­ლის ნაკ­ლი არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დო­ბა, ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი ხა­სი­ა­თი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ნორ­მე­ბის სრუ­ლი მი­უ­ღებ­ლო­ბაა. და­დე­ბი­თი კი ის აქვთ ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, რომ ისი­ნი უზო­მოდ მე­გობ­რუ­ლე­ბი და ჰუ­მა­ნუ­რე­ბი არი­ან. არა­სო­დეს ყო­ფენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ფე­ნე­ბად და არ გა­აჩ­ნი­ათ გარ­თუ­ლე­ბა რა­ი­მე ტი­პის რე­გა­ლი­ე­ბის მი­მართ.

თევ­ზე­ბის ნაკ­ლია რბი­ლი ხა­სი­ა­თი, დამ­ყო­ლი ბუ­ნე­ბა და წუ­წუ­ნის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა. მათ ასე­ვე უჭირთ თავი და­აღ­წი­ონ ილუ­ზი­ებს და რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში იცხოვ­რონ. და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი­დან თევ­ზე­ბის ღირ­სე­ბაა თა­ნამ­გრძნო­ბი ბუ­ნე­ბა, კარ­გი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, მოს­მე­ნის ნიჭი.

წყარო:https://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები