ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემა “მასტერშეფის” მეხუთე სეზონი აპრილიდან იწყება. ამის შესახებ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნეს. ასევე ცნობილია ზოგიერთი მონაწილის ვინაობა, რომელთა ვიდეოებიც უკვე გავრცელდა:
“ვემზადებით…
მეხუთე სეზონის ჩაწერები იწყება!
ოქროს წინსაფრები ადგილზეა!
ახალი, კიდევ უფრო ცეცხლოვანი და სიურპრიზებით აღსავსე სეზონით აპრილიდან,ტრადიციულად –პირველი არხის ეთერში დაგიბრუნდებით!”.