“ინსტაგრამისა” და “ფეისბუქ მესენჯერის” მომხმარებლებს უკვე ერთმანეთთან მიმოწერაც შეუძლიათ. ეს ცვლილება ორივე აპლიკაციაში ერთდროულად გამოჩნდა.
მომხმარებელს შეეძლება, გააკონტროლოს, სად მიიღოს წერილები და ზარები — ჩატში, შეტყობინების მოთხოვნის სახით ან ეს ფუნქცია საერთოდ გათიშოს. ერთი აპლიკაციიდან მეორეში შესაძლებელი იქნება ვიდეოზარების განხორციელებაც.
აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება არ ნიშნავს “ფეისბუქისა” და “ინსტაგრამის” ანგარიშების შერწყმას. სურვილის შემთხვევაში, მომხმარებლებს შეტყობინებების მიღება-გაგზავნა ცალ-ცალკე აპლიკაციაშიც შეეძლებათ.