დიდ ბრიტანეთში, ლინკოლნშირის ზოოპარკში ხუთი თუთიყუში იზოლაციაში გადაიყვანეს, რადგან ისინი ვიზიტორებს უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ.
„ზოგიერთ ვიზიტორს ეს სასაცილოდ ეჩვენება, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ პარკს ბავშვები სტუმრობენ, ჩვენ გადავწყვიტეთ, ფრინველები მნახველებისგან მოშორებით გადაგვეყვანა“, – განაცხადა პარკის ხელმძღვანელმა, სტივ ნიკოლსმა.