რუსი სპორტული ჟურნალისტი, ვასილი უტკინი მოსკოვის “დინამოსა” და თბილისის “ლოკომოტივის” თამაშს გამოეხმაურა და იმედგაცრუება ვერ დამალა.
მისი თქმით, არ არის აუცილებელი ისეთი გუნდების მატჩების ყურება, როგორიც არის “დინამო” და “ლოკომოტივი”.
“დინამოს” ქომაგობა მძიმე ტვირთია (ირონიის გარეშე ვამბობ). დანარჩენზე ანგარიში მეტყველებს. მარცხი -კატასტროფაა. რაზე უნდა ვისაუბროთ. ბრაზიც დაგვიანებულია, თუმცა, ვბრაზობ. ადრე უნდა დაეჯერებინათ ჭკვიანი ადამიანებისთვის”, – დაწერა უტკინმა სოციალურ ქსელში.
17 სექტემბერს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ერთმანეთს მოსკოვის “დინამო” და თბილისის “ლოკომოტივი” შეხვდნენ.
ქართველებმა რუსების დამარცხება 2:1 ანგარიშით შეძლებს.
ამრიგად, “დინამო” ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში დამარცხების შედეგად გავარდა.