წაგებით გაბრაზებული ლეშენკოს დისკრიმინაციული მიმართვა მოსკოველებს: ისეთებთან აგებთ თამაშს, რომლებიც დილით რაღაცებს ყიდიან და საღამოს ფეხბურთს თამაშობენ

რუსეთის სახალხო არტისტი, ლევ ლეშჩენკო მოსკოვის “დინამოსა” და თბილისის “ლოკომოტივის” თამაშის შედეგს გამოეხმაურა, რომლის შედეგად, “ლოკომოტივმა” მეტოქეს 2:1 ანგარიშით სძლია.

მისი თქმით, მოსკოვის “დინამოს” არაფერი გაუკეთებია, რაც მას გამარჯვებას მოუტანდა.

“სირცხვილია! სხვა სიტყვას ვერ მოვუძებნი ამას. ინდივინური ტექნიკა არ არსებობს, კომბინირებული თამაში არ არის, არავინ იხსნება. პირველი ტაიმის დროს ვთქვი, რომ ახლა ირბენენ და ყველაფერი დამთავრდება. ასეც მოხდა. ასეთი მარცხი ქომაგებს სურვილს დაუკარგავს, სტადიონზე იარონ. ეს ბოლო წვეთი იყო. “დინამოზე” ამჟამად დავდივარ და, ალბათ, აღარ წავალ. ძალიან მრცხვენია, რომ ამჟამინდელ გუნდს ვქომაგობ. მინდა, გასახდელში მივიდე და ვკითხო მათ: “არ გრცხვენიათ, ისეთ ბიძიებთან აგებთ თამაშს, რომლებიც დილით, სავარაუდოდ, რაღაცებს ყიდიან და საღამოს ფეხბურთს თამაშობენ? შოკში ვარ, ასეთი სამარცხვინო რამ არასდროს მინახავს”, – თქვა ლეშენკომ.

კომენტარები

სხვა სიახლეები