20 წლის სტუდენტმა, როჟიმ მალაიზიაში მოგზაურობისას ტელეფონი დაკარგა, თუმცა, ბიჭმა ის მეორე დღეს, მაიმუნის ფოტოთი და ვიდეოთი სავსე, პალმის ფოთოლზე ტალახით სავსე იპოვა.
როჟის თქმით, ტელეფონის დაკარგვიდან მეორე დღეს მან სცადა დარეკვა, რა დროსაც სახლთან ახლოის მაიმუნის ხმა და ტელეფონის ზარი გაიგო. ადგილზე მისვლისას მან ტალახიანი ტელეფონი პალმის ხის ფოთოლზე ნახა.
სტუდენტმა ტელეფონში მაიმუნის ,,სელფი,, და ვიდეოები ნახა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ცდილობდა ის ტელეფონის ჩაყლაპვას. სწორედ ამ დროს გადაიღო მან ,,სელფიც,,.
სტუდენტის ვარაუდით, მაიმუნი მათ სახლში ღია ფანჯრიდან შევიდა და ტელეფონი მოიპარა.