მიუსაფარი ძაღლი, ვითომ “დაჭრილი”, მსახიობის გადასარჩენად სცენაზე შევარდა – ვიდეო

ქუჩაში გამართულ თეატრალურ პერფორმანსში, სადაც ვითომ “დაჭრილი” მამაკაცი მიწაზე იწვა, მიუსაფარ ძაღლს ეგონა, რომ დახმარება სჭირდებოდა და მასთან გადასარჩენად მივიდა.

შემთხვევა თურქეთში მოხდა.

როგორც თურქი მსახიობი აცხადებს, ის ვითომ “დაჭრილ” მდგომარეობაში მიწაზე იწვა, ძაღლმა კი მიიჩნია, რომ მას დახმარება სჭირდებოდა და მასთან მივიდა.

​მსახიობს ძაღლი თათებით ეფერებოდა და გარკვეული მოქმედებებით მის “დახმარებას” ცდილობდა.
მსახიობმა ამის შემდეგ ძაღლი სახლში წაიყვანა და თქვა, რომ მას მოუვლიდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები