“გადავწყვიტე, ალექსის დარჩენილი წამლები ონკოლოგიით დაავადებული ბავშვებისთვის გადამეცა” – ნატალია გვედაშვილი–კორნევა

ერთი წლის ალექს პატურაშვილის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ფოტოებს ურთავს.

როგორც ნატალია გვედაშვილი–კორნევა აცხადებს, მან თავისი შვილის წამლები, რომლებიც დარჩა, ბერი ანდრიას ფონდს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის გადასცა:

“ბერი ანდრიას ფონდი. გადავწყვიტე, ალექსის დარჩენილი უამრავი წამალი ჩამელაგებინა და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ახლა, მათთვის გადამეცა. ონკოლიგიით დაავადებული ბავშვებისთვის ქიმიების შემდგომ სარეაბილიტაციო დამხმარე მედიკამენტები. ასე გავიცანით დედა თინათინი და მისი ფონდი, რომელზეც აქამდე არაფერი მსმენია”, – წერს ალექსის დედა.

ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის ვაჟი, 1,5 წლის ალექსი, რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა. ის 5 თვის მანძილზე მძიმე ონკოლოგიურ დაავადებას ებრძოდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები