დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი, გუგა ქაშიბაძე სოციალურ ქსელში კურიოზულ ისტორიას იხსენებს, რომელიც მას წლების წინ შეემთხვა:
„ახალგაზრდა ქირურგი ვარ. დამწვარ ბავშვს ნარკოზი ესაჭიროება. მამამ – მე არ ვიციო, დედამ – მე რა შუაში ვარო, ველოდებით ბაბუას. მოვიდა ბეჭებში ჩადგმული, დაბალი – მაგრამ დიდი, შუახნის მამაკაცი ოჯახის ახლობელთან ერთად. ავუხსენით მდგომარეობა. გვისმენს, ხმას არ იღებს. კიდევ ავუხსენით, გვისმენს, თვალებს ატრიალებს.
პაუზა გაჭიმა, შემოგვხედა მე და ანესთეზიოლოგს და გვითხრა: ორნი ჩვენ ვართ, ორნიც თქვენ, რო გავაკაოთ ბავშვი? შეხვევა ნარკოზით ჩატარდა”, – წერს ქაშიბაძე.