“ყველაფერი ივნისის თვის შესახებ” – რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგი რამაზ გიგაური ივნისის თვის ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

“მთავარი ასტროლოგიური მოვლენა:
5 ივნისი – სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება
21 ივნისი – ახალმთვარეობა და მზის რგოლური დაბნელება

ივნისში იქნება ორი დაბნელება – მთვარის (5 ივნისი) და მზის (21 ივნისს).
ამ საროსის დაბნელებები [საროსი – მზისა და მთვარის დაბნელების განმეორების პერიოდი ერთი და იმავე თანმიმდევრობით] ასტროლოგიურად განიმარტება როგორც: „შეზღუდვა, თავშეკავება, განშორება და ილუზია“.
ასე რომ, ამ პერიოდში განვითარებული მოვლენები ადამიანებს უბიძგებს არასწორად შეაფასონ შექმნილი მდგომარეობა და საკუთარი ძალები, რაც მოსალოდნელია შეცდომების დაშვების საფუძველი გახდეს.
ივნისი – 2020 წლის ერთ ეტაპს შეაჯამებს და ახალი ეტაპის საწყისი გახდება. ეს იქნება წლის ერთგვარი შუა წერტილი, პიკი, როდესაც წლის პირველი ნახევრის ტენდენციები შეჯამდება და ახალი რეალობა შეიქმნება. სწორედ ივნისი და ივლისის პირველი დეკადა (კიდევ ერთი მთვარის დაბნელება 5 ივლისს) განაპირობებს 2020 წლის მეორე ნახევარში მოვლენები როგორ განვითარდება (ეს ეხება როგორც ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებას).
დაბნელებების პერიოდი ემთხვევა რეტრო-ვენერას (25 ივნისამდე) და რეტრო-მერკურს (18 ივნისიდან – 12 ივლისამდე), ასევე ამას ემატება რეტროგრადული იუპიტერი, სატურნი, ნეპტუნი (23 ივნისიდან) და პლუტონი. ამრიგად ივნისი შესაძლოა იქცეს ერთგვარ ტურბულენტურ სივრცედ, რომლის წარმატებულად გადალახვაზეც იქნება შემდგომი წარმატებები დამოკიდებული.
ბევრი მიმართულებით მოსალოდნელია საქმეები, პროექტები თუ პროცესები დამუხრუჭდეს, გაიწელოს ან გადაიდოს. თუმცა ამ პერიოდს ერთი დადებითი ტენდენციაც ახლავს – ძლიერი ადამიანები შეძლებენ საკუთარი შეცდომების გაცნობიერებას და დაიწყებენ მათ გამოსწორებას. მოსალოდნელია სხვა და სხვა მიმართულებით გაჩნდეს მოვლენების ახლებურად შეფასების მოთხოვნილება ან საერთოდ გადაფასებების საჭიროება.
ივნისი შეიძლება გავყოთ ორ ნაწილად 1-20 ივნისი და 21-30 ივნისი. სწორედ პირველი დეკადის და შემდგომ უკვე მესამე დეკადის დასაწყისში მოსალოდნელია მთელი რიგი ცვლილებების განხორციელება, რომლებზეც ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
ურთიერთობების განვითარება და შეთანხმებების მიღწევა უფრო ივნისის პირველ ნახევარში არის სასურველი, კონკრეტულად 7-15 ივნისის შუალედში. სწორედ ივნისის მეორე კვირა შეიძლება ჩავთვალოთ შედარებით პოზიტიურ პერიოდად, როდესაც წარმატების მიღწევა ყველაზე უფრო იოლი იქნება.
21 ივნისს ერთბაშად სამი ასტრომოვლენა მოხდება – მზე გადავა კირჩხიბის ზოდიაქოში, ახალმთვარეობა და მზის რგოლური დაბნელება. ეს დაბნელება დაიწყება აფრიკაში, გადაივლის არაბეთის ნახევარკუნძულს, პაკისტანს, ჩრდილოეთ ინდოეთის, ინდო-ჩინეთის ნახევარკუნძულს და წყნარ ოკეანეში დასრულდება (თუმცა მზის დაბნელების დანახვა 111 ქვეყნიდან იქნება შესაძლებელი და მათ შორის საქართველოდან). ასტროლოგიურად ეს მზის დაბნელება გავლენას მოახდენს არა მხოლოდ მასშტაბურ, არამედ ინდივიდუალურ დონეზეც კი (განსაკუთრებით იგრძნობენ 19-21 მარტს, 20-22 ივნისს, 21-23 სექტემბერს და 20-22 დეკემბერს დაბადებული ადამიანები). მოიმატებს ოჯახურ ურთიერთობებთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ცვლილებების ალბათობა. ამ პერიოდში შექმნილი პრობლემების მოგვარება მხოლოდ 12 ივლისის შემდეგ გახდება შესაძლებელი.
ივნისის ბოლოს 2020 წლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება – 28 ივნისს მარსი ვერძის ზოდიაქოში გადაინაცვლებს. ინდივიდუალურ დონეზე ეს პერიოდი ადამიანებისგან მოითხოვს სიმამაცის, თავდაჯერებულობის, მიზანსწრაფვის და აქტიურობის გამოვლენას. თუმცა ამის პარალელურად მოიმატებს იმპულსურობის, უხეშობის და აგრესიის ალბათობა. მარსის ამ ინგრესიის გამო მთელი 2020 წლის მეორე ნახევარი საკმაოდ აქტიური, დინამიკური და დაძაბული იქნება (განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პირად ჰოროსკოპში ვერძის ზოდიაქოში მზე ან მარსი გააჩნიათ, ანუ მზით ან მარსით ვერძებისთვის).
——————————————————–

– ასტროკალენდარი –

* 5 ივნისი – სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება
არა მხოლოდ 5, არამედ 3-7 ივნისი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს, როგორც ივნისი არის 2020 წლის მეორე ნახევრის „კარიბჭე“, ისე ეს დღეები არის ივნისის „კარიბჭე“, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს დღეები წინდახედულად გავიაროთ. მოიმატებს შეცდომების დაშვების, კონფლიქტების და ავარიების ალბათობა. პრობლემები რაციონალურ მიდგომას მოითხოვენ, რადგან ემოციური მიდგომა კიდევ უფრო გაართულებს შექმნილ მდგომარეობას.

* 18 ივნისი – მერკური: რეტროგრადული მოძრაობა.
ამ დღიდან აზროვნების პროცესი უფრო წარსულზე ორიენტირებული გახდება. შესაძლებელი იქნება გადადებული საქმეების დასრულება. 17-19 რიცხვები ივნისის პირველ ნახევარში განვითარებული მოვლენების ანალიზისთვის სასიკეთო პერიოდია. გაჩნდება ძველი, დაკონსერვებული საქმეების ახლებურად დანახვის და მათი გაგრძელების სცენარის მოძიების საშუალება. თუმცა მოსალოდნელია გართულდეს ახალი შეთანხმებების მიღწევა და ახალი ხელშეკრულებების გაფორმება.

* 21 ივნისი – მზე > კირჩხიბის ზოდიაქოში, ახალმთვარეობა და მზის რგოლური დაბნელება
ეს ნებისმიერ წელს უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ეს არის ზაფხულობის ნაბუნიობა. ამას ემატება ახალმთვარეობა და მზის დაბნელება. ამიტომ ეს დღე შექმნის ახალ ორიენტირებს და ახალ მიმართულებებს. 20-22 ივნისის შუალედში არ არის სასურველი ახალი საქმეების დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. თუმცა სასიკეთოა ძველი ვალდებულებებისგან, შიშებისგან და კომპლექსებისგან გათავისუფლება.

* 23 ივნისი – ნეპტუნი: რეტროგრადული მოძრაობა
ივნისის მესამე დეკადაში ყურადღებას ითხოვს ნეპტუნის გავლენა. ამ პერიოდში მისი სიჩქარე მინიმუმამდე შემცირდება, ანუ გახდება სტაციონარული, რაც მის გავლენას კიდევ უფრო გააძლიერებს. გაზრდის ილუზიების და დეზორიენტაციის ალბათობას. ამიტომ ამ პერიოდში სასურველია განვითარების ნელი ტემპი და ნაბიჯ-ნაბიჯ წინსვლა, რათა შეცდომების დაშვების ალბათობა მინიმუმამდე შემცირდეს. თუმცა ეს დღე (+/- 3 დღე) სასიკეთოა ქაოსური სიტუაციების დალაგებისთვის, არეული საქმეების მოწესრიგებისთვის, წარსულის ანალიზისთვის და დაშვებული შეცდომების გამოსწორებისთვის.

* 25 ივნისი – ვენერა: დირექტიული მოძრაობა
ვენერა დაიწყებს დირექტიულად მოძრაობს. ეს სასიკეთო გავლენას მოახდენს პირად ცხოვრებაზე, სასიყვარულო ურთიერთობებზე. მოსალოდნელია იმ ადამიანებმა, რომლებსაც პირად ცხოვრებაში გარკვეული პრობლემები ჰქონდათ, მოახერხონ გართულებული ურთიერთობების გარკვევა და დალაგება.

* 28 ივნისი – მარსი > ვერძის ზოდიაქოში
ეს 2020 წლის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე რთული კომბინაციაა. ენერგიის, საქმიანობის და ბრძოლის პლანეტა – მარსი გადავა მისთვის მეტად სასიკეთო და დადებით ნიშანში ვერძში და ის რეტროგრადული მოძრაობის გამო 2021 წლის 6 იანვრამდე დარჩება (ფაქტობრივად, მთელი 2020 წლის მეორე ნახევარი). მარსის ასეთი განლაგების დროს იმატებს კამათის, კონფლიქტების, ტექნიკური ავარიების, შეიარაღებული დაპირისპირებების და ტერაქტების ალბათობა.
——————————————————-

ამ პერიოდებში ახალი საქმეების დაწყება და შენაძენების გაკეთება რეკომენდებული არ არის!!!
/„არაეფექტიანი“, ანუ „უკურსო“ მთვარე თბილისის მონაცემებით, შესაბამისად უცხოეთში საჭიროა თბილისთან შესაბამისი საათობრივი განსხვავების დამატება ან მოკლება/:
2.06.2020 14:40 – 2.06.2020 20:05
4.06.2020 15:36 – 4.06.2020 21:17
6.06.2020 8:10 – 6.06.2020 23:44
8.06.2020 22:05 – 9.06.2020 4:54
10.06.2020 18:35 – 11.06.2020 13:31
13.06.2020 16:44 – 14.06.2020 1:03
16.06.2020 4:49 – 16.06.2020 13:35
18.06.2020 16:02 – 19.06.2020 1:00
21.06.2020 1:47 – 21.06.2020 10:02
23.06.2020 11:20 – 23.06.2020 16:33
24.06.2020 9:34 – 25.06.2020 21:05
28.06.2020 0:02 – 28.06.2020 0:16
29.06.2020 17:02 – 30.06.2020 2:47
——————————————————–
ზოდიაქოს ნიშნებისთვის ივნისში ზოგადად სასიკეთო დღეებია:
ვერძი: 1, 5, 9, 14, 19, 24, 28
კურო: 4, 8, 13, 17, 22, 27
ტყუპები: 1, 5, 9, 14, 20, 25, 29
კირჩხიბი: 4, 8, 13, 17, 21, 26, 30
ლომი: 2, 6, 10, 14, 20, 24, 29
ქალწული: 3, 7, 1, 17, 21, 26, 30
სასწორი: 2, 6, 10, 15, 20, 25, 29
მორიელი: 3, 7, 11, 16, 22, 26
მშვილდოსანი: 1, 6, 10, 15, 19, 25, 29
თხის რქა: 4, 8, 12, 18, 23, 27
მერწყული: 1, 5, 9, 15, 19, 24, 28
თევზები: 4, 8, 12, 18, 23, 27″ – რამაზ გიგაური.

კომენტარები

სხვა სიახლეები