“მო­გიყ­ვე­ბით ჩემს ამ­ბავს, თუ რო­გორ მიფათურეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა სულ­ში ხე­ლე­ბი”, – სასულიერი პირის და, რომელმაც covid19 დამარცხა

ექთანი ნანა პაპავა,  რომელმაც covid19 დამარცხა, “ფეისბუქის” პირად გვერდზე ვირუსისა და ოჯახის შესახებ წერს. როგორც პაპავა ამბობს, მას უსიმპტომოდ დაეწყო ვირუსი და მისგან ის თანამშრომლებს, დედამთილსა და შვილს გადაედო.

“გა­მარ­ჯო­ბა, მე კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ვარ. დიახ, მე ნამ­დვი­ლად ვარ­სე­ბობ…
გა­დავ­წყვი­ტე, ხმა­მაღ­ლა ვი­სა­უბ­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე, არ­სე­ბობს მითი, რომ კო­ვი­დი არ არ­სე­ბობს. მინ­და, იმე­დი გა­გიც­რუ­ოთ, კო­ვიდ-19 ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს და ის ჩვენ შო­რი­საა, ჩვენ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს…

თა­ვი­დან მო­გიყ­ვე­ბით ჩემს ამ­ბავს, თუ რამ­ხე­ლა სტრე­სი მი­ვი­ღე ამ ვირუ­სით, რო­გორ აფა­თუ­რეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ჩემს სულ­ში ხე­ლე­ბი მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის და ვარ, რო­მელ­საც და­უდ­გინ­და კო­ვიდ19. სა­სუ­ლი­ე­რო პირი არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პა­ცი­ენ­ტი, ხალხო – პა­ცი­ენ­ტი, რომ­ლის უფ­ლე­ბე­ბი არ იქნა და­ცუ­ლი, სა­ხე­ლი-გვა­რი, ფო­ტო­ე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ფი­ნეს, მისი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე მოხ­და მისი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა!!! როცა სხვა ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლია, იმ ხუთ დღეს, რო­დე­საც სუნ­თქვა არ შე­მეძ­ლო, მქონ­და ქო­ში­ნი, ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია, ისი­ნი თავს არ მა­ნე­ბებ­ნენ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ექ­სკლუ­ზი­ვი მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ!

რომ არა ჩემ მიერ დას­ნე­ბოვ­ნე­ბუ­ლი ჩე­მი­ვე თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აქეთ მამ­ხნე­ვე­ბენ ბოლო წუ­თამ­დე, არ ვიცი, დღეს სად ვიქ­ნე­ბო­დი.  კლი­ნი­კა­ში ჩემი გად­მოს­ვლის დღი­დან ყო­ველ­დღე მა­ტუ­ლობ­და მათი რა­ო­დე­ნო­ბა, ეს იყო ჩემ­თვის სიკ­ვდი­ლის ტოლ­ფა­სი… თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი მტკი­ო­და…

ძა­ლი­ან ძნე­ლი გა­და­სა­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდა ჩემ­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი. ამ კუ­თხით ბევ­რი მუ­შა­ო­ბა დამ­ჭირ­დე­ბა ფსი­ქო­ლოგ­თან… ნამ­დვი­ლად არ არის მარ­ტი­ვი ვირუ­სი, ჯერ მისი ხა­სი­ა­თი არ ვი­ცით კარ­გად, არც ის, რას დაგ­ვი­ტო­ვებს მო­მა­ვალ­ში. ერ­თა­დერ­თი, რაც შე­მიძ­ლია, მას­ზე ვთქვა, რომ ეს არის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ომი , რო­მელ­შიც არ უნდა და­ნებ­დე, ძა­ლი­ან რთუ­ლია, კლი­ნი­კა­ში გა­ა­ტა­რო 30 დღე, გკლავ­დეს შვი­ლე­ბის მო­ნატ­რე­ბა, დარ­დი კო­ლე­გებ­ზე.

უსიმპტო­მოდ ვი­ა­რე სამ­სა­ხურ­ში, სა­დაც ვმუ­შა­ობ ექთ­ნად. სამი დღის მან­ძილ­ზე ჩემ­გან გა­და­ე­დო ჩემს 6 თა­ნამ­შრო­მელს, ასე­ვე, სახ­ლში ჩემს 2 წლის შვილსა და დე­დამ­თილს. ჩემს პა­ტა­რა ბი­ჭთან ერ­თად აღ­მოვ­ჩნდი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში, სა­დაც ძა­ლი­ან გამ­ბე­და­ვი, გუ­ლის­ხმი­ე­რი და მშრო­მე­ლი პერ­სო­ნა­ლი ზრუ­ნავ­და ჩვენს კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე.

მქონ­და ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნია, სუნ­თქვის უკ­მა­რი­სო­ბა, ქო­ში­ნი, 37.5 ტემ­პე­რა­ტუ­რა. არ შე­მეძ­ლო ბავ­შვის ხელ­ში აყ­ვა­ნა, მე­წყე­ბო­და ტა­ქი­კარ­დია და სა­ში­ნე­ლი ქო­ში­ნი. ეს ყვე­ლა­ფე­რი მკურ­ნა­ლო­ბის ფონ­ზე ალაგ­და მე­ხუ­თე დღეს, რაც შე­ე­ხე­ბა პა­ტა­რას – კლი­ნი­კუ­რად უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ვირუ­სი. მე­თხუტ­მე­ტე დღეს მო­უ­ვი­და ნე­გა­ტი­უ­რი პა­სუ­ხი, 24 სთ-ში გა­უ­კეთ­და მე­ო­რე პსრ ტეს­ტი, ისევ უარ­ყო­ფი­თი! ჩემ­მა პა­ტა­რამ და­ა­მარ­ცხა კო­ვი­დი ყვე­ლა­ნა­ი­რი მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შე!

ჩემი PCR ანა­ლი­ზი გა­კე­თე­ბულ იქნა კლი­ნი­კა­ში შე­მოს­ვლი­დან მე­თხუტ­მე­ტე დღეს, პა­სუ­ხი იყო და­დე­ბი­თი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ კლი­ნი­კი­რად არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი არ მქონ­და, ვირუ­სი ისევ აღ­მოჩ­ნდა ჩემს ანა­ლიზ­ში. ამის­თვის მზად ვი­ყა­ვი და არ მი­ნერ­ვი­უ­ლია. 4 დღის შემ­დეგ ანუ მე-19 დღეს ისევ გა­მი­კე­თეს PCR ტეს­ტი და პა­სუ­ხი კვლავ და­დე­ბი­თი მო­ვი­და, ეს იყო ნამ­დვი­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბა. ვცდი­ლობ, არ შე­ვიმ­ჩნიო, მაგ­რამ მე­წყე­ბა ტა­ქი­კარ­დია, ყელ­ში ბურ­თი მე­ჩხი­რე­ბა და მთე­ლი სხე­უ­ლი მი­კან­კა­ლებს, მე­ნატ­რე­ბა ჩემი ოჯა­ხი, შვი­ლე­ბი…

მაგ­რამ ამა­სო­ბა­ში კარ­გი რაც არის,  ჩემი ხუთი “თა­ნა­კო­ვი­დე­ლი “ წა­ვი­და სახ­ლში, მათ ეს შეძ­ლეს!

დღე 27 – მო­მენ­ტი, რო­დე­საც ბოლო ძა­ლებს იკ­რებ, რომ კარ­გად იყო, მაგ­რამ თით­ქოს ისევ და­სა­წყის­ში დაბ­რუნ­დი. მაქვს ტა­ქი­ქარ­დია, ჰა­ე­რი არ მყოფ­ნის, ისევ ტემპერატურა – 37.4 . კვლე­ვის შემ­დეგ, გა­მო­ი­რი­ცხა პნევ­მო­ნია, სი­თხე პლევ­რა­ში. სის­ხლის ანა­ლიზ­ში ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია. მქონ­და სტრე­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, თურ­მე ასე მარ­ტი­ვი არ არის ყვე­ლა­ფე­რი, სტრესს ბევ­რი რა­მის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია.

დღე 30 – გა­თენ­და. დღეს მზი­ა­ნი ამინ­დია, ვე­პო­ტი­ნე­ბი ამ ამინდს, დღეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­მა­ხა­რებს, დი­ლის 11 სა­ა­თი­დან თავი მტკი­ვა სა­შინ­ლად, სულ სა­ათს ვუ­ყუ­რებ, ხან ფილ­მი ჩავ­რთე, ხან წა­მოვ­წე­ქი, იქ­ნებ – ჩა­მე­ძი­ნოს და მალე მო­ვი­დეს 18:00. არა­ფე­რი გა­მომ­დის, ემო­ცი­ას ვერ ვა­კონ­ტრო­ლებ. 19:01-ზე მო­ვი­და სმს, რომ მე გა­ვი­მარ­ჯვე!

მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი ზუკასა და ან­დრი­ას­თან შეხ­ვედ­რას! არ ვიცი, რა რო­გორ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბე აქ, ცოტა აღელ­ვე­ბუ­ლი ვარ, მაგ­რამ მინ­დო­და, და­მე­წე­რა ეს ყვე­ლა­ფე­რი.

ამ ვრცე­ლი პოს­ტის მი­ზა­ნი არის, პირ­ველ ყოვლისა, ჩემი მად­ლი­ე­რე­ბის გა­მო­ხატ­ვა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ვინც პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან გვერ­დით მედ­გა. მად­ლო­ბა კლი­ნი­კა “თი­მის” ხელ­მძღვა­ნ­ლებს, კო­ლე­გებს, ოჯახს, მე­გობ­რებს, თქვენ მე გა­და­მა­ტა­ნი­ნეთ ეს მწა­რე დღე­ე­ბი მო­რა­ლუ­რად!

მად­ლო­ბა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის მედ­პერ­სო­ნალს, ჩემს ექიმ ინ­ფექ­ცი­ო­ნისტ ხა­ტია ხა­ტი­აშ­ვილს, რო­მე­ლიც, გარ­და თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­სა, არის ძა­ლი­ან ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და ძა­ლი­ან თბი­ლი ადა­მი­ა­ნი – ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის და­ნახ­ვა მი­ხა­რო­და ყო­ველ­დღე.

მინ­და, გა­ვამ­ხნე­ვო ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლნი არიან კო­რო­ნა­ვირუ­სით – თქვენ ამას შეძ­ლებთ იმი­ტომ, რომ ჩემ­მა 2 წლის ბიჭ­მა შეძ­ლო, მე შევ­ძე­ლი, აუ­ცი­ლებ­ლად თქვენც გა­მო­გი­ვათ ყვე­ლა­ფე­რი, თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუ­ნავს ძა­ლი­ან გამ­ბე­და­ვი, ჰუ­მა­ნუ­რი და მშრო­მე­ლი მედ­პერ­სო­ნა­ლი. ვფიქ­რობ, რომ მე და ან­დრი­ამ ბევ­რის შიში და­ვა­მარ­ცხეთ. ჩვენ ვიქ­ნე­ბით სხვე­ბის­თვის მა­გა­ლი­თი, თუ რო­გორ არ უნდა და­ნებ­დე.

აუ­ცი­ლებ­ლად ხმა­მაღ­ლა ვი­სა­უბ­რებთ ამა­ზე! მხო­ლოდ პო­ზი­ტი­ვითა და და­დე­ბი­თი ენერ­გი­ით აგავ­სებთ”, – წერს ნანა პა­პა­ვა, რო­მელ­მაც, ერ­თთ­ვია­ნი ბრძო­ლის შემ­დეგ, ვირუ­სი და­ა­მარ­ცხა და ახლა ორ­კვი­რი­ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­და­დის.

კომენტარები

სხვა სიახლეები