“მთავარი არხი” რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა და ისინი მუშაობას ტელეკომპანია “პირველში” გააგრძელებენ.
ტელეკომპანია “პირველის” გუნდს ნოდარ მელაძე, ეკო მაღრაძე, მაკა ანდრონიკაშვილი, ვასილ დაბრუნდაშვილი და რუსუდან ჯაბანიშვილი შეუერთდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანიის მფლობელმა, ვატო წერეთელმა საკუთარ “ფეისბუკგვერდზეც” გამოაქვეყნა.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ტვ “პირველი” სულ უფრო და უფრო ძლიერდება. დღეს პროფესიონალების გუნდი შემოგვიერთდა: ეკო მაღრაძე, ვასილ დაბრუნდაშვილი, მაკა ანდრონიკაშვილი, რუსუდან ჯაბანიშვილი და რა თქმა უნდა, ჩემი ძმა და მეგობარი, უმაგრესი პროფესიონალი ნოდარ მელაძე, უბრალოდ პროფესიონალი კიარა ადამიანი – ტელევიზია. ძალიან დიდი გეგმები გვაქვს და წარმატებას ვუსურვებ მთელს ჩემს გუნდს, უკვე ამ ძალიან მაგარ ჟურნალისტებთან ერთად”, – წერს ვატო წერეთელი.
„მთავარი არხიდან“ წასული არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე კი ტელეკომპანია „TV პირველის“ გენერალურ პროდიუსერად დაინიშნა.