ბორის ჯონსონს შვილი ეყოლა

ბრიტანეთის პრემიერინისტრ ბორის ჯონსონს დღეს ვაჟი ეყოლა.
როგორც ჯონსონის და კერი საიმონდის პრესმდივანმა განაცხადა, “პრემიერმინისტრი და ქალბატონი საიმონდსი გაცნობებთ, რომ ლონდონის საავადმყოფოში ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა. დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ”.
ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ, როგორც ჩანს, ბავშვი ვადაზე ადრე მოევლინა, რადგან წყვილი ადრე აცხადებდა, რომ ის ზაფხულის დასაწყისში დაიბადება.
ბორის ჯონსონი პირველად 1987 წელს ალეგრა მოსტინ-ოუენზე დაქორწინდა, თუმცა 1993 წელს განქორწინდა.
იმავე წელს მან მარინ უილერზე იქორწინა, რომლისგან ოთხი შვილი ჰყავს – ორი გოგო და ორი ბიჭი.​
2009 წელს ჯონსონს ხელოვნებათმცოდნე ჰელენ მაკინტაირისგან უკანონო შვილი ეყოლა, რომელიც ამჟამად ლონდონის ჩრდილოეთით ცხოვრობს.
2018 წელს ბრიტანეთის პრემიერი მარინა უილერს დაშორდა და მას შემდეგ ქერი საიმონსთან არის ურთიერთობაში, რომელიც ადრე კონსერვატიულ პარტიაში მუშაობდა.
29 თებერვალს წყვილმა განაცხადა, რომ შვილს ელოდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები