რამადანი დაიწყო, ქააბას შავ ქვასთან კი რამდენიმე ათეულმა მუსლიმმა სოციალური დისტანციის დაცვით ილოცა – ისტორიული ფოტოები
მუსლიმებისთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვანი, რამადანის თვე დაიწყო, კორონავირუსის პანდემიის გამო კი მათ წმინდა ქალაქ მექაშიც საკარანტინო წესები მოქმედებს.
მომლოცველებმა ქააბას შავ ქვასთან ლოცვა სოციალური დისტანციის დაცვით, სამხედრო პირების თანდასწრებით აღავლინეს.
აღსანიშნავია, რომ რამადანის დაწყებისას და მარხვის განმავლობაში, ქააბას შავ ქვასთან ათასობით მუსლიმი იკრიბება ყოველდღიურად. ხშირია ჭყლეტვაც და ყოფილა გარდაცვალების ფაქტებიც. თუმცა, მიმდინარე წელი გამონაკლისია და ქვასთან მხოლოდ რამდენიმე ათეულმა მუსლიმმა ილოცა.