გაუპატიურება ”გრეის 50 ელფერი” გავლენით – 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება

ამერიკის ქალაქ ჩიკაგოში 19 წლის არაბული წარმოშობის სტუდენტმა მოჰამედ ჰოსეინმა თანატოლი გააუპატიურა. მას 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

როგორც ძიებამ დაადგინა, მან გოგონა თავის ოთახში მიიწვია, მერე კი სტუმარს თავს დაესხა, სცემა, რის შემდეგაც ქამრებით დააბა და გააუპატიურა.

აღსანიშნავია, რომ ამ გოგონასთან ადრეც ჰქონია ინტიმური ურთიერთობა, ოღონდ ”ჩვეულებრივი”. ეს ექსპერიმენტი კი ”გრეის 50 შუქჩრდილის” გავლენით ჩაატარა და სავარაუდოდ, ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილის გატარება გისოსებს მიღმა მოუწევს.

წყარო: რეიტინგი

კომენტარები

სხვა სიახლეები