„ეს ქალი არის შემცდარი საქართველოს მოქალაქე და არა – “დამღუპველი თათარი” – გიორგი კეკელიძე მარნეულის მკვიდრ პაციენტზე
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებულ მოქალაქესთან დაკავირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“1. ქალი, რომელმაც ავადმყოფობა დამალა და გაავრცელა, ცხადია, არის უპასუხისმგებლო მოქალაქე – სპეციფიკური კონტექსტით.
- ქალი, რომელმაც ავადმყოფობა დამალა და გაავრცელა, ამავდროულად, თვითონვეა მსხვერპლი და გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
- ეს ქალი არის შემცდარი საქართველოს მოქალაქე და არა – “დამღუპველი თათარი”
- საქართველოს ისეთივე მოქალაქეები არიან, კარანტინიდან რომ გარბიან და გადამყვანებს სახეში ულაწუნებენ. ბოლოს როდის იყავით ან მარნეულში, ან ბოლნისში, ან ახალქალაქში, ან ახალციხეში, ან დმანისში – ახლა რომ გაჰკივით? დაგვღუპა, დაგვღუპაო. კი არ დაგვღუპა, ერთად დავიღუპეთ. თავს არ ვიქებ ან ახლა რა თავის ქების დროა, მაგრამ კვირაში ერთხელ რომ დავდიოდით, ქართულის გაკვეთილებს ვატარებდით და წიგნები ჩაგვქონდა, ვიღაცას აქ შეიძლება თავისგამოსაჩენი აქციები ეგონა. ან ახლაც ასე ჰგონია.
იქ შესანიშნავი ადამიანები ცხოვრობენ, განსაკუთრებით # ახალგაზრდები. მთავარია, მათ ხშირად და ცხადად ველაპარაკოთ.
ჰოდა, #დარჩისახლში და #არდამალო”.