„საიდი ცემეს იმიტომ, რომ ეგონათ ჩინელი ან სხვა ეროვნების პირი, კორონათი დაავადებული!!“ – შემთხვევა საქართველოში

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ანი მეტრეველი ეროვნული ნიშნით ფიზიკური დაპირისპირების შესახებ წერს და ფოტოსაც ავრცელებს:

„ვერ წარმოიდგენთ, როგორი გაბრაზებული ვარ!! ეს ბიჭი არის საიდი, ჩემი მეგობრი, ლტოლვილი საქართველოში ავღანისტანიდან! არც ჩინელი, არც იაპონელი! ხალხო, რამ გაგატყიურათ და გაგაცხოველათ! საერთოდ, აზროვნების ან ინტელექტის ნატამალი მაინც თუ დაგრჩათ?! საიდი ცემეს იმიტომ, რომ ეგონათ ჩინელი ან სხვა ეროვნების პირი, კორონათი დაავადებული!! და რომც ყოფილიყო, ძალადობას რა გამართლება აქვს??!!!  ეგეთ ადამიანებს ვერ გიტანთ!

მეორე პრობლემა კი ისაა, რომ საავადმყოფოში მისულს, ჭრილობები არ დაუმუშავეს და არ შეუკერეს, მიზეზი კი ის იყო, რომ თანხა არ ჰქონდა თან!!! ასე დასისხლიანებული გამოუშვეს უკან!! P.S ტაქსის მძღოლმა რომ ორმაგი ტარიფი მოსთხოვა სახლამდე წაყვანაში იმიტომ, რომ ქართველი არაა, ნუ ეს ახალი თემაა არაა, ისე მიგიწერთ ბარემ, შეგნების ამბავში!” – წერს ანი მეტრეველი.

კომენტარები

სხვა სიახლეები