“ხში­რად ვერც კი ვი­გებ, ვინ ტო­ვებს” – რას წერს ანიტა ფაცაციას დედა

ანი­ტა ფა­ცა­ცია უც­ნობ ადა­მი­ა­ნებს არ და­ვი­წყე­ბი­ათ. რო­გორც ბავ­შვის დედა, მა­რი­კო სად­რა­ძე “ფე­ის­ბუქ­ზე” წერს, შვი­ლის საფ­ლავ­ზე მი­სულს, ყო­ველ­დღე ხვდე­ბა ანი­ტას სა­ხელ­ზე და­ტო­ვე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბი:

“ანი­ტას­თან ასულს თით­ქმის ყო­ველ­დღე მხვდე­ბა უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ და­ტო­ვე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბი. ხში­რად ვერც კი ვი­გებ, ვინ ტო­ვებს… მა­გა­ლი­თად, ეს პა­ტა­რა ან­გე­ლო­ზი დღეს დამ­ხვდა წე­რილ­თან ერ­თად, წმინ­და გი­ორ­გის ხატი ცოტა უფრო ადრე.

ეს მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ სი­ლა­მა­ზე­ე­ბი­სა, რა­საც თქვენ მი­ტო­ვებთ. დიდი მად­ლო­ბა, რომ გიყ­ვართ და გახ­სოვთ ანი­ტა! ეს მე ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა”, – წერს ახალ­გაზ­რდა დედა.

ანი­ტა თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იბ­რძო­და სი­ცო­ცხლის­თვის, მას უმ­ძი­მე­სი და­ა­ვა­დე­ბა – დი­ლა­ტა­ცი­უ­რი კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია და­უდ­გი­ნეს და ესა­ჭი­რო­ე­ბოდა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია, გუ­ლის გა­და­ნერგვა.

 2 წლის გო­გო­ნას სეფ­სი­სიც გა­ნუ­ვი­თარ­და და, სა­ბო­ლო­ოდ, მისი ორ­გა­ნიზ­მი ვე­ღარ მო­ე­რია და­ა­ვა­დე­ბას… ანიტა  31 იანვარს გარდაიცვალა.

კომენტარები

სხვა სიახლეები