9 წლის ასტრონომი კვლავ ყურადღების ცენტრშია – ამჯერად ვინ დაინტერესდა წალენჯიხელი გენიოსით (ფოტოკოლაჟი)

9 წლის წალენჯიხელი ქაიან ბელქანია ის პატარა ასტრონომია, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო. მის ნიჭიერებასა და საოცარ გონებაზე საუბრობდა სრულიად “ფეისბუქსაზოდაგოება”. ქაიანმა ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღებაც მიიპყრო. მას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ლირა ღურწკაია სახლში ესტუმრნენ და ასტრონომიის შესახებ​ მისი შეხედულებები მოისმინეს.
როგორც რესურსცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, სკოლის წერილისა და დამრიგებელ-მასწავლებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მოსწავლის ნიჭიერების შესახებ მონაცემები გადაგზავნილ იქნა ივნისის თვეში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და ელოდებიან შესაბამის რეაგირებას.
შეხვედრისას პატარა ქაიანმა აღნიშნა, რომ მისი ოცნებაა, გახდეს კოსმონავტი.
საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ქაიან ბელქანიას დაჰპირდა, რომ შეუძენს პერსონალურ კომპიუტერს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია კი სოციალურად დაუცველ ოჯახს ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

კომენტარები

სხვა სიახლეები