9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი – კარგი დღეა როგორც საქმიანი, ასევე სასიყვარულო შეხვედრებისთვის. ბიზნესპარტნიორებს საქმის ცოდნით გააკვირვებთ, სასიყვარულოს, – მომხიბვლელობით. დღეს საჭირო ინფორმაციას შეაგროვებთ.

კურო – გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან, მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან. კარგი დღეა სამომავლო იდეების განსახილველად. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. შეიძლება პროფესიონალური რჩევისთვის მოგმართონ.

ტყუპი – საქმეები ნელა მიიწევს წინ, მაგრამ ყველაფერი თქვენი გამარჯვებით დასრულდება. შანსი მოგეცემათ, გამოავლინით თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა და შემოქმედებითი ტალანტი.

კირჩხიბი – კარგი დღეა დასვენებისა და მეგობრებთან შესახვედრად. გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის. საღამო მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად გაატარეთ.

ლომი – კარგი დღეა ბინის მოსაწყობად, ინტერიერის შესაცვლელად, საყიდლებისთვის. გაგიუმჯობესდებათ განწყობა და დამოკიდებულება გარშემომყოფებთან.

ქალწული – მოიკრიბეთ ძალ-ღონე და დაასრულეთ დაწყებული საქმეები. საღამო დასვენებას დაუთმეთ. ჩამოწერეთ ან კორექტივები შეიტანეთ სამომავლო გეგმებში.

სასწორი – კარგი დღეა შეხვედრებისა და მგზავრობისთვის. შეხვდებით დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. კარგი დღეა გარდერობის გასაახლებლად, იმიჯის შესაცვლელად. სასიამოვნო ინფორმაციებსაც მიიღებთ.

მორიელი – საინტერესო მომენტებით, შეხვედრებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატვირთული დღე გელით. წვეულებაზე უარი არ თქვათ, საინტერესო ნაცნობობა გელით.

მშვილდოსანი – მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით. შეყვარებულებმა კი საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. კარგი დღეა კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად.

თხის რქა – მხიარულებისა და შემოქმეებითი დღეა. საშუალება მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი ფარული ნიჭი. მეტი დრო გაატარეთ თანამოაზრეებთან ერთად; განიხილეთ სამომავლო გეგმები.

მერწყული – დღის განმავლობაში დაასრულეთ საქმეები და მოვალეობები და საღამო ან მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ ან საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

თევზები – დღეს საქმეების დასრულებას და დასვენებას შეძლებთ. კარგი დღეა, მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად, საინტერესო და გასართობი ადგილების მოსანახულებლად.

კომენტარები

სხვა სიახლეები